1geo

fb you od

გიორგი მანოიანის მიერ შესრულებული წარმავალი თბილისის გრაფიკულ ნამუშევრები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

manoyan 

წარმავალი თბილისი", - ასე ეწოდება ცნობილი თბილისელი მხატვრის გიორგი მანოიანის გრაფიკულ ნამუშევართა პერსონალურ გამოფენას, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრისა და საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის ინიციატივით 2014 წლის 21 ნოემბერს გაიხსნა ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. დამთვალიერებლებს წარედგინა ავლაბრის, სირაჩხანის აღმართის, სოლოლაკის, გოგილოს უბნის, ხურშუდიანების, ძეგველოვების, თამამშევების სახლების, პილტოევის ძეგლის, „კარმირ ავეტარან“, „სურბ ნორაშენ“, „სურბ ეჯმიაწინ“, „სურბ გევორგ“ ეკლესიების გამოსახულებით სამოცამდე გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც დაცულია როგორც წარმავალი თბილისის მემუარები. მთელი ცხოვრება თბილისში ნაცხოვრი მხატვრის მიზანია ნახატების მეშვეობით ქალაქის ოდესღაც მშვენიერი შენობების, დღითიდღე გადაშენების წინაშე მყოფი სომხური კვალის და წარმავალი ძველი ქალაქის შენახვა და თაობებისათვის გადაცემა.

გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა გიორგი მანოიანის ხელოვნების მრავალფეროვნებას, თემების სიმდიდრეს. გამომსვლელმა ისაუბრა მის ფერწერულ ნამუშევრებზე, ასევე აღნიშნა გრაფიკის საშუალებით გადმოცემულ მანაოიან-მხატვრის ნახატების გამომხატველობა და ოსტატობა.

გამოფენის საზეიმო გახსნას მისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა იური ვარდანიანმა. მან თბილისში მცხოვრებ სომეხ მხატვარს მიულოცა პერსონალური გამოფენის გახსნა, ბატონმა ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის სომხური სათვისტომოს ცნობილი მოღვაწეების როლსა და მნიშვნელობაზე სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობების დაკავშირების, საქართველოში სომხური კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრე პირები - სომხები, ქართველები, მხატვრები, ფოტოგრაფები, ხელოვნების მუშაკები, სათვისტომოს წარმომადგენლები, ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, აქ იყვნენ მოსული გიორგი მანოიანის ხელოვნების ხიბლით და საყვარელი ქალაქის მოგონებებით დასატკბობად.

ყველა გამომსვლელმა ცალსახად აღნიშნა გიორგი მანოიანის მორიგი გამოფენისაგან მიღებული აღფრთოვანება და მადლობის სიტყვით მიმართა მხატვარს, ამ ნახატების მეშვეობით თავიანთი ახალგაზრდობისა და სიყმაწვილის გახსენების, ქალაქის მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების გამოსახულების ასე ზუსტად გადმოცემისათვის.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ აკურთხა დამსწრეები, მადლიერების სიტყვით მიმართა მათ და მაღალი შეფასება მისცა მხატვარ გიორგი მანოიანის წვლილს თბილისური სამხატვრო სკოლის განვითარების საქმეში, მის ძალისხმევას ფერწერული ან გრაფიკული ნამუშვრებით ამ უძველეს ქალაქში სომხური კვალის შენარჩუნებისა და თაობებისათვის გადაცემის საქმეში. მისმა უსამღვდელოესობამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში სომხური კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში სომხური ეკლესიის, თეატრის, სხვადასხვა ორგანიზაციების, კულტურის მოღვაწეების როლს.

ბოლოს მხატვარმა გიორგი მანოიანმა მადლობა გადაუხადა „ჰაიარტუნ“ ცენტრს თავისი ხელოვნების ფართო საზოგადოებისათვის წარდგენის შესაძლებლობის მიცემისა და მისი ხელოვნების მაღალი შეფასებისათვის.

გიორგი მანოიანის გრაფიკულ ნამუშევართა პერსონალური გამოფენა „წარმავალი თბილისი ...“ „ჰაიარტუნ“ ცენტრში გრძელდება.

 

DSC01136 DSC01137 DSC01209 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)