1geo

fb you od

არმენ რონოვის „ზამთრის ვაშლი“ ფილმის პრეზენტაცია „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

film

2014 წლის 23 ნოემბერსაქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ცნობილი რეჟისორისა და ანიმატორის არმენ რონოვის ზამთრის ვაშლი“ ფილმის პრეზენტაცია.

ფილმის ჩვენებამდე, პრეზენტაციაზე მყოფმა ფილმის რეჟისორმა მადლობა გადახადა მისი ფილმის თბილისელი სომეხი აუდიტორიისათვის წარმოდგენის შესაძლებლობისათვის. მან განაცხადა, რომ მის გადაღებულ ფილმებს შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ხაჩატურ აბოვიანის „სომხეთის ჭრილობა“ რომანის მიხედვით შექმნილ ფილმს „ზამთრის ვაშლი“, რომელიც წარმოდგენილიქნა კანის ფესტივალზე, და ს არის კინემატოგრაფიაში ახალი ჟანრის - ანიმაციის, დოკუმენტურ-რეალიტის და მხატვრული დადგმის ერთობლივი გამოხატულება.

ფილმის ყურების შემდეგ გაიმართა დიალოგი-განხილვა მაყურებელსა და კინორეჟისორს შორის. შეფასდა ფილმის იდეოლოგიური საფუძველი - სომეხი ადამიანის სახე, რომსაც დევნიან ყველა მხრიდან, მაგრამ ის აგრძელებს ცხოვრებას, შენებას, ქმნას და გამრავლება, მიუხედავად იმისა, რომ მის შვილ ჯერ კიდევ ძინავს, მოვა ის დღე, როდესაც ბავშვი გაიღვიძებს. სომეხი ხალხი ზამთრის ვაშლი, ვინაიდან მარადიულია ის ერი, რომელსაც შეუძლია განადგურებული ეკლესიების საძირკველზე ახლის აშენება და საგალობლების კვლავ გაჟღერება, ლოცვა მის სასულიერო სახლებში.

მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერდა გარკვეული შენიშვნები მაყურებლის მხრიდან, მაგრამ ხაზი გასვა ფილმის იდეოლოგიას და გადაღების მაღალ დონე.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა მადლობა გადაუხადა ცნობილ რეჟისორს პრეზენტაციაზე დასასწრებად სპეციალურად თბილისში ჩამობრძანებისათვის, სომხური კინემატოგრაფიის განვითარებისა და ხელოვნებით სომეხი ხალხისთვის გაწეული სამსახურისათვის და მას გადასცა ნახატების ალბომი „ჰაკობ ჰოვნათანიანიდან გაიანე ხაჩატრიანამდე“.

IMGP0018 IMGP0035 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)