1geo

fb you od

ბათუმის "მასის“ გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ინტელექტუალთა კლუბის“ ტურნირში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

brein ring 

2014 წლის 27 დეკემბერ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „ჰაიარტუნ“ ცენტრის "ინტელექტუალთა კლუბის“ 2014 წლის სათამაშო სეზონი ბოლო შეხვედრა.

 ბრეინრინგის მაგიდებთან ადგილები ეკავათ ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ( "წმინდა მაცხოვრის") ეკლესიის "ჩვენი მომავალი" ახალგაზრდული კავშირი "მასის“ გუნდის წევრებ, გუნდის კაპიტნი პეტრ აბრაჰამიანის ხელმძღვანელობით. თამაში მოიცავდა ზოგად და არმენოლოგიის თემაზე 6-6 შეკითხვას, ასევე ორი გუნდის კაპიტნების მიერ ერთიმეორისადმი დასმულ შეკითხვებს. „მასის“ გუნდმა მზაობა გამოთქვა და არენაზე შევიდა ერთიმეორის მიყოლებით თბილისის სამ გუნდთან საასპარეზოდ. პირველი შეხვედრა თბილისის "კილიკი" გუნდთან (კაპიტანი: სერგეი ჩარუხჩიანი) დამთავრდა ბათუმის „მასის“ გუნდის გამარჯვებით.

შემდეგ ბათუმელ ახალგაზრდებთან ძალები მოსინჯა ზრდასრულთა „მატიან გუნდმა“, დავით მანუსაჯიანის ხელმძღვანელობით. დაძაბული და ცვალებადი უპირატესობით მიმდინარე თამაშის შემდეგ ახალგაზრდა ინტელექტუალებმა პოზიციები დაუთმეს ზრდასრულებს. „მატიან გუნდი“ გახდა გამარჯვებული.

ბათუმის "მასის" (კაპიტანი: პეტროს აბრაჰამიანი) გუნდის იმ დღის ბოლო შეხვედრა თბილისის „ნორაშენ“ (კაპიტანი: ჰაიკ საჰაკიანი) გუნდთან დამთავრდა „ნორაშენის“ გამარჯვებით.

ჟიურის წევრმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა მადლობა გადაუხადა ბათუმის "მასის" გუნდს თბილისში ჩამოსვლისა და ტურნირში ჩართვისათვის. ბათუმელთა სახელით გუნდის კაპიტანმა პეტროს აბრაჰამიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას, თბილისში ჩამოსვლის და კონკურსში მონაწილეობის საქმეში მხარდაჭერისათვის და გამოვიდა „ინტელექტუალთა“ მომდევნო შეხვედრის ბათუმში ჩატარების ინიციატივით. ინიციატივა სიამოვნებით მიღებულიქნა.

კონკურსის წამყვანის არტაკ აივაზიანის განცხადებით, ტურნირი გრძელდება და ფინალური შეხვედრა გაიმართება 2015 წლის იანვარ.

IMGP0034 IMGP0046 IMGP0057 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)