პატარა სერიოჟა ავეტისიანის ხსოვნას პატივი მიაგეს სანთლების დანთებით |
მიმდინარე წლის 21 იანვარს, თბილისის „სურბ ეჯმაწინ“ ეკლესიაში შესრულდა პანაშვიდის ცერემონია, სანთლები დაინთო 19 იანვარს გარდაცვლილი 6 თვისსერიოჟაავეტისიანის და 12 იანვარს გიუმრიში სასტიკად დახოცილი ავეტისიანების ოჯახის სხვა წევრების ხსოვნისათვის.
ეკლესიის კედელზე დაიდო პატარა სერიოჟა ავეტისიანის ფოტო და სათამაშოები მოთავსდა. ეკლესიის მსახურმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა პანაშვიდის წესის შემდეგ მიმართა მტირალ ხალხს, მოუწოდა, რომ ინუგეშონ ავეტისიანების ოჯახის წევრების ხსოვნითა და მწუხარებას გაუმკლავდნენ ლოცვით. სიკვდილის კლანჭებში აღმოჩენილი პატარა სერიოჟა შვიდი დღე ებრძოდა სიკვდილს, მისმა სიკვდილმა კვლავ ააფორიაქა საქართველოს სომეხი მოსახლეობა. შეკრებილებმა თითო სანთელი დაანთეს ჩვილისა და ავეტისიანების ოჯახის წევრების ხსოვნისათვის, ლოცვა აღავლინეს და უფალს შეევედრნენ მსგავსი დანაშაულებისაგან გადარჩენისა და დაღუპულთა სულის სიმშვიდისათვის. გიუმრიში სასტიკად დახოცილი ავეტისიანების ოჯახის წევრების ხსოვნის პანაშვიდის ცერემონია შესრულდა და სანთლები დაინთო ასევე სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ეკლესიებში. სანთლები დაინთო ასევე ბათუმში, სომხეთის რესპუბლიკის საკონსულოს შენობასთან.
|