1geo

fb you od

სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის საქართველოს კომიტეტის მორიგი სხდომა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0017 

2015 წლ 2 მარტს, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჰაიარტუნ ცენტრში შედგა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის ღონისძიებების საკოორდინაციო კომიტეტის რეგიონალური, საქართველოს კომიტეტის მორიგი სხდომა, გაფართოებულ შემადგენლობით.

სხდომის მუშაობას მისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იური ვარდანიანმა.

გაფართოებული ხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ კომიტეტის სახელით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ - იური ვარდანიან, და საელჩოს მთელ პერსონალს მიულოცა დიპლომატის დღე.

კომიტეტმა განიხილ აპრილის ღონისძიებები დედა სამშობლოს და საქართველოში, მომავალი ნაბიჯები, 23 და 24 აპრილს თბილისსა და სომხებით დასახლებულ რაიონებში დაგეგმილი ღონისძიებები საჭირო აქსესუარებით უზრუნველყოფის საკითხი.

კომიტეტის თავმჯდომარემ მკაფიო გრაფიკი წარმოადგინა საქართველოში, ქრისტიანული კონფესიების ეკლესიებში ეკუმენური ლოცვის და ხსოვნის საღამოების ჩატარება, ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონებში მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარების კურთხევა.

ჩასატარებელ ღონისძიებებათა რიგს მიეკუთვნა ასევე პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატულ თეატრის დადგმული ხსოვნის საღამო, ადგილებზე გენოციდისადმი მიძღვნილი ფილმების ჩვენაბა, დიდი გენოციდის მსხვერპლი ინტელინგენციის ხსოვნისადმი სანთლების დანთება, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გაზეთვრასტანისსპეციალური ნომრის სომხურ და ქართლ ენებზე გამოცემა. გაიჟღერა თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში 100 ნერგის დარგვის ინიციატივამ.

საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის ზოგადსომხური ღონისძიებების ძირითად იდეოლოგიას უნდა წარმოადგენდეს:

. მეხსიერება, კომპენსაცია, დაგმობა;

. მადლიერება იმ ქვეყნებისა და ხალხების, ვინც შეიფარა გადარჩენილი სომხები, და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებ და ქვეყნებისა, რომლებმაც დაგმეს თურქული საშინელი დანაშაული;

. ვალდებულება - წმიდა მოწამეთადმი;

. აღორძინება დედა სამშობლოსა და არცახის და ზოგადსომხური მიღწევებისა.

უახლოეს მომავალში ინტერნეტში განთავსდება თბილისსა და რეგიონებში ჩასატარებელი ღონისძიებების დაზუსტებული გრაფიკი.

სხდომის მუშაობა შეაჯამა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იური ვარდანიანმა, რომელმაც ხაზ გაუსვა ხსოვნის ღონისძიებათა ფართომასშტაბიან და ყოვლისმომცველად განხორციელებას.

საქართველოს კომიტეტის მომდევნო სხდომა გაიმართება 23 მარტს, ჯავახეთში.

IMGP0014 IMGP0067 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)