1geo

fb you od

ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

40sebastaci 

2015 წლის 14 მარტს, სებასტიელი ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღეს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღსრულდა.

მღვდელმა, რომელიც საღმრთო ლიტურგიას აღავლენდა, ქადაგებაში გაიხსენა IV საუკუნის დასაწყისში წამებული ორმოცი მოწამე, რომლებიც პატარა ჰაიქის სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ და ქალაქ სებასტიის საიმპერატორო ჯარის სამხედრო სამსახურში იმყოფებოდნენ.

ისინი ერთგულნი დარჩნენ ქრისტიანული რწმენისა და მოწამებრივად დაასრულეს სიცოცხლე, მათი ნაწილები დასვენებულია სებასტიაში, სადაც შემდგომში ააშენეს „40 ყრმის“ სახელწოდებით 40-გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც თემურლენგის შემოსევამდე იდგა.

წმინდა მოწამეთა ამბავი მოგვიწოდებს - ცხოვრების ყველა სირთულეშიც კი ერთგულნი ვიყოთ ქრისტეს რწმენისა, გავუმკლავდეთ ვნებებს, რათა ვეღირსოთ ზეციურ გვირგვინს.

ღვთისმსახურების დროს ეკლესიის 40 სანთლით მორთული მაგიდა იყო სიმბოლო ქრისტიანული რწმენისადმი მოწამეთა ერთგულების და მათი მოწამეობრივი აღსასრულის, რაც გამოისახებოდა სინათლის გვირგვინით. იმ მოწამის სანთელი კი, რომელმაც ვერ გაუძლო წამებას, სიმბოლურად აღნიშნავს მისი მიწიერი და ზეციური ცხოვრების დასასრულს.

მოქადაგ მღვდელმა განმარტა დღის საიდუმლო, მოუწოდა 40 მოწამე ყრმის მსგავსად ცხოვრების ყველა განსაცდელში ქრისტეს რწმენის ერთგულებისა და ვნებების გამკლავებისკენ, რათა ზეციურ გვირგვინს ვეღირსოთ.

წირვის დასასრულს, სულიერმა მამებმა შეასრულეს მცენარეული ზეთი ტრადიციული კურთხევა, რაც მორწმუნეებმა სახლებში წაიღეს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)