კლასიკური მუსიკის კონცერტი, მიძღვნილი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, 2015 წლის 21 მარტს, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. ღონისძიბის მთავარი ინსტრუმენტი იყო ვიოლინო, შემსრულებლები კი - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ, სიმებიანი მუსიკის კათედრის გამგე ერნსტ არაქელოვის ბაკალავრიატის მე -3 კურსის სტუდენტი სტელა მკრტჩიანი და პირველი კურსის მაგისტრანტი მარიანა კირაკოზოვა. კლასიკური მუსიკის კონცერტს მათი დასწრებით პატივი დასდეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელო ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა პროფესორი მარია კირაკოსოვამ, მან შეაფასა ის რთული და შრომატევადი გზა, რომელსაც გადიან სტუდენტები, რომლებიც ირჩევენ სიმებიან მუსიკას და ვიოლინოს კლასს, და აღნიშნა ის მიღწევები, რომელიც აქვთ განსაკუთრებით პროფესორ ერნსტ არაქელოვის კლასის სტუდენტებს. შემდეგ ახალგაზრდა მევიოლინოებმა სტელა მკრტჩიანმა და მარიანა კირაკოზოვამ, პიანისტ თეონა მიქელაძის ოკომპონირებით პატივი მიაგეს მსხვერპლთა ხსოვნას, შეასრულეს მოცარტის, პაგანინის, ბახის, ბეთჰოვენის, ვეიავსკის, ხაჩატურიანის და სხვების ნაწარმოებები. მათ გამოსვლებში, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარემ და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრმა მაღალი შეფასება მისცეს ახალგაზრდა მევიოლინოების ოსტატ შესრულებებს და მადლიერების სიტყვით მიმართეს მაესტროს, კლასიკური მუსიკის კონცერტით სომეხთა გენოციდს მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემისათვი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიებები გრძელდება.
|