სააღდგომო საჩუქრები გაჭირვებულ ოჯახებს და მარტოხელა ხანდაზმულებს |
2015 წლის 4 აპრილს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სააღდგომო საჩუქრები დაურიგდათ გაჭირვებულ ოჯახებს და მარტოხელა ხანდაზმულებს. საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის, ეკლესიის სამღვდელოების, ეკლესიის ნათლიის, მაღაზია „არმენიას“, კომპანია „სომხური ლავაშის“ და სხვა მორწმუნეთა მხარდაჭერით, ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის წინა დღეს სადღესასწაულო საჩუქრები მიიღო 100-ზე მეტმა თბილისელმა მრავალსულიანმა და სოციალურად დაუცველმა ოჯახმა, მარტოხელა მოხუცმა და ინვალიდმა ხანდაზმულმა. სააღდგომო საჩუქრების დარიგება საქართველოს სომეხთა ეპაქრიაში კეთილ ტრადიციად არის ქცეული, რაც დიდი სიყვარულით ხორციელდება ავლაბრის სომხურ ეკლესიაში. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ყველა ოჯახისათვის ზეიმად ქცევის მიზნით, თბილისელი სომეხი მორწმუნეები დახმარების ხელს უწვდიან ოჯახებს, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ. |