1geo

fb you od

ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია სომეხთა ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0006 

2015 წლის 4 აპრილს, დიდ შაბათ დღეს, საღამოს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით აღევლინა ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია.

წირვა აღავლინა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა, მან ყველას აუწყა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის ამბავი: «Քրիստոս հարյավ ի մեռելոց» - "ქრისტე მკვდრეთით აღსდგა ", პასუხია: «Օրհնյալ է Հարությունը Քրիստոսի» - "ნეტარ არის აღდგომა ქრისტესი". სულიერმა მამამ წაიკითხა უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის სააღდგომო მილოცვა საქართველოში მცხოვრებ სომხებს. შემდეგ ეკლესიის სამღვდელოება, ზარების რეკვის თანხლებით, საგალობლებით და მორწმუნეთა მილოცვებით, გავიდა ეკლესიის ეზოში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის რეზიდენციაში სახლის კურთხევის ცერემონია ჩატარდა. ეპარქიის წინამძღვარმა მიულოცა ეკლესიის მსახურთ და პერსონალს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

შუაღამემდე ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო.

IMGP0123 IMGP0154 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)