1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოსა და თბილისის სომეხთა სახელით 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

9april 

2015 წლის 9 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ სამველ თოროსიანის ხელმძღვანელობით, პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართულ მემორიალთან დელეგაციის წევრებმა ლოცვა აღავლინეს დაღუპულთა სულების სიმშვიდისათვის და ეპარქიისა და სათვისტომოს სახელით გვირგვინით შეამკეს მემორიალი.

შემდეგ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ხაჩქართან (ჯვა-ქვასთან) პანაშვიდის წესი ჩატარდა. მორწმუნეებთან ერთად ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, მათი პედაგოგები და მშობლები. ეკლესიის მსახურმა, მღვდელმა სამველ თოროსიანმა ლოცვა აღავლინა და წაიკითხა „ჰოგვოც“ (სულთა თანა), საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის დაიღუპულ 21 უდანაშაულო მსხვერპლთა სულების სიმშვიდისათვის.

IMGP0036 IMG 0198 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)