1geo

fb you od

ეროვნულ ქველმოქმედ და საზოგადო მოღვაწე რუბენ ვარდანიანის ვიზიტი საქართველოში ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 77577 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში, 2015 წლის 13-15 მაისს, საქართველოში იმყოფებოდა ეროვნული ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე, "აიდეა“ ფონდის ხელმძღვანელი ბატონი რუბენ ვარდანიანი. ბატონი ვარდანიანი 13 მაისს ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა, რომელიც მონაწილეთა მიერ მიღებულ იქნა დიდი ინტერესით.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, რუბენ ვარდანიანი, როგორც თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიის რეკონსტრუქციის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, შეხვდა თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას. შეხვედრაზე განიხილეს ოქტომბერში დაგეგმილი, „სურბ გევორგ“ ეკლესიის ხელახალ გახსნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. საუბრისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მხარდაჭერა გამოუხატა ეკლესიის ხელახალი გახსნისათვის გათვალისწინებულ პროგრამას.

მეორე დღეს, 14 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის რეზიდენციაში სომეხი მოღვაწე მიიღო ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, რომელმაც თბილისელი მორწმუნეებისა და სასულიერო პირების სახელით მადლობა გადაუხადა მეურვეებს და პირადად რუბენ ვარდანიანს, საქართველოს სომეხთა სულიერი და კულტურული ცხოვრების მხარდაჭერისა და ისტორიული და კულტურული ძეგლების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისათვის.

წინამძღვარმა რუბენ ვარდანიანთან ერთად განიხილა სათვისტომოს სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო მომავალი პროგრამები. რუბენ ვარდანიანი შეხვდა ასევე ტაძრის მშენებლებს, რესტავრატორებს, ასევე პროექტის ავტორებსა და მიმდინარე სამუშაოების მწარმოებლებს, მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოებისათვის და მაღალი შეფასება მისცა ეკლესიის აღდგენის პროცესს.

იმავე დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძრვართან ერთად, რუბენ ვარდანიანი შეხვდა საქართველოს რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონ ზაზა ვაშაყმაძეს. სახელმწიფო მოღვაწესთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხებოდა „სურბ გევორგ“ ეკლესიის რეკონსტრუქციას. სააგენტოს თავმჯდომარემ ეკლესიის საზეიმო გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოხატა. საუბრის დროს ასევე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის და ეზოს კეთილმოწყობის კონკრეტულ საკითხებს შეეხნენ.

ბატონმა ზაზა ვაშაყმაძემ თბილად მიიღო სომეხი მოღვაწე, თბილისის მერიასთან, ეკონომიკის და კულტურის სამინისტროებთან ერთად ყველა იმ საკითხის განხილვასა და მოგვარებაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა, რომლებსაც სომეხთა ეკლესიის წარმომადგენლობა წარუდგენს სააგენტოს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)