1geo

fb you od

ფერშალთა კლუბი, მოწყალების საწყისი ეტაპი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP03201 

2015 წლის 12 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ინიციატივით, "ჰაიარტუნ" ცენტრში სტუმრობდნენ საქართველოს სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლებლების სტუდენტები. შეხვედრის მიზანი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ირგვლივ იმ სტუდენტთა გაერთიანებაა, რომლებმაც მომავალ სპეციალობად მედიცინა აირჩიეს. განყოფილების საერთაშორისო პროგრამების და სტუდენტებთან თანამშრომლობის კოორდინატორმა ნინა სეროპოვამ სტუდენტებს გააცნო „ჰაიარტუნ " ცენტრის საქმიანობა, წარუდგინა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების პროექტები და პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას და გულმოწყალების გამოჩენას.

 პროგრამების კოორდინატორმა სტუდენტებს განუმარტა საბაზისო ცოდნის მიღების მნიშვნელობა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა კარგი ექიმის, სამედიცინო მუშაკის ფენომენს, რის გარანტია თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებაა. ის გამოვიდა ფერშალთა კლუბის შექმნის ინიციატივით, რომლის წევრებს პრაქტიკის გავლის და პაციენტებთან კონტაქტის შესაძლებლობა ექნებათ, რაც, თავის მხრივ, სამედიცინო მუშაკებს განუვითარებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა გულმოწყალება, დახმარების გაწევის მზადყოფნა.

თბილისელი სტუდენტი თამარა სიმონიანი მიესალმა კლუბის შექმნის ინიციატივას და განაცხადა, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის, კარიერის დაწყებისა და განვითარებისათვის. არტურ მიქაელიანმა, რომელიც ბოლნის-ხაჩენიდან არის, აღნიშნა, რომ კლუბი მათ შესაძლებლობას მისცემს პროფესიონალიზმის გზის გაკვალვაში.

დაიგეგმა, რომ კლუბის წევრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მარტოხელა და გაჭირვებულ ადამიანებს და მიღებული ინფორმაცია გაუზიარონ ერთმანეთს.

დამსწრეებმა მოიწონეს ინიციატივა და სტუდენტები თამარ სიმონიანი და არტურ მიქაელიანი აირჩიეს „ფერშალთა კლუბის“ კოორდინატორებად.

IMGP0281 IMGP0316 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)