იწყება ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის აღდგენითი სამუშაოები |
2015 წლის 1 ივნისს, ბათუმში დაიწყება ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდული ცენტრის აღდგენითი სამუშაოები. ცენტრი, რომელიც შეძენილ იქნა 2015 წელს, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, გარემონტდება ვარდან ჯინიშიან ხსოვნის ფონდის მატერიალური სახსრებით. სამუშაოებს გააკონტროლებს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი. ამ დღესთან დაკავშირებით, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით აჭარაში იმყოფებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელო წინამძღვარმა, საეპისკოპოსოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამუშაოთა განყოფილების დირექტორსა და სხვა სპეციალისტებთან ერთად, დაათვალიერა და განიხილა ჩასატარებელ სამუშაოთა მოცულობა,სამუშაოების განხორციელების და დასრულების ვადები. ვიზიტის ფარგლებში, წინამძღვარი შეხვდა ბათუმში ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის დირექტორ სონა ჰოვანისიანს, მასთან ერთად განიხილეს ცენტრის მომავალი სამუშაოების პროგრამა. როგორც აღნიშნა ქალბატონმა სონამ, ცენტრში იმოქმედებს საბავშვო ბაღი, ერთდღიანი სკოლები (შაბათის და კვირის), სიმღერის გუნდი, ცეკვის წრე, ესთეტიკური აღზრდის წრე, სოციალური სამსახური, ახალგაზრდული განყოფილება. წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება ჯგუფების აღსაზრდელთა მონაწილეობით. მისმა ყოვლადუსამღვდელო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია ბათუმში სრ გენერალურ საკონსულოს, სადაც გენერალურ კონსულ არამ გრიგორიანთან ერთად განიხილეს ცენტრის, სასულიერო პირთა და საკონსულოს ერთობლივი სამუშაოები. |