"ჰაიარტუნ" ცენტრის დღესასწაული სამშვილდეში |
მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამშვილდის მოსახლეობა დედაქალაქ თბილისიდან მხოლოდ 60 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს, ადგილზე აქვს სულიერი მამის ყოლის, საღმრთო ლიტურგიებში და ღვთისმსახურებებში მონაწილეობის მოთხოვნილება. ამ მიზნით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებით, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი პერიოდულად ჩადის სომხებით დასახლებულ ამ სოფელში და ადგილზე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წესებით ატარებს ღვთისმსახურებებს. ასეთი მორიგი ვიზიტი განხორციელდა 2015 წლის 13 ივნისს. ამჯერად სულიერ მამას თან ახლდნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები: ლევონ ჩიდილიანი, ვალერი ბადალიანი, სუსანა ხაჩატრიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი წრეები, მათი ხელმძღვანელები: რობერტ კაშავანიძე, ივანე მკრტჩიანი, და ოპერატორი გევორგ პოღოსოვი. სოფლის მოსახლეობა სატელეფონო შეტყობინებებით ინფორმირებული იყო სტუმრების ჩასვლის შესახებ. სოფლის საზოგადოება შეკრებილი იყო უძველეს „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში. მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა ღვთისმსახურება ჩაატარა, ესაუბრა ხალხს, მოეწყო საერთო ნათლობა. სულიერმა მამამ იქადაგა ნათლობის საიდუმლოზე, შემდეგ წმინდა მირონითა და ნაკურთხი წყლით მონათლა სხვადასხვა ასაკის ადამიანები. გაიმართა კონცერტი, "ჰაიარტუნ" ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლების: ანა პოღოსოვას, ანი ჰოვანისიანის, რუზანა მიქაელიანცის, ჰოვანეს შაჰნაზარიანის, მიერ შესრულებული მხიარული სიმღერებით, ლიზა თოროსიანის ამაღელვებელი დეკლამაციით, დოლისა და დუდუკის საამური მუსიკის თანხლებით, „ტარონ“ ქორეოგრაფიული ანსაბლის მიერ შესრულებული სომხური ცეცხლოვანი ცეკვებით (ქორეოგრაფი: ანგელინა-ქოჩიანი). ღონისძიების ბოლოს შეკრებილებს მიმართა მამა ნარეკ ღუშჩიანმა, მაღალი შეფასება მისცა სოფლის მცხოვრებთა ერთგულებას თავიანთი წმინდა რწმენისა და ეროვნული ღირებულებებისადმი და გააჟღერა სოფლის მცხოვრები არარატ ქამალიანის გადაწყვეტილება - „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მიწის ნაკვეთის და მიმდებარე სახლის, მიწის ნაკვეთით ურთ, შეძენის და მისი სომეხთა ეპარქიის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. შეკრებილი საზოგადოება ოვაციით გამოეხმაურა ეროვნული ქველმოქმედების შესახებ სიახლეს. შემდეგ სტუმრები ეწვივნენ სოფელ დაღეთ-ხაჩენთან, ტყეში მდებარე მე -19 საუკუნეში აშენებულ „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიას, სანთლები დაანთეს, ლოცვა აღავლინეს, შემდეგ აკურთხეს არარატ ქამალიანის ოჯახის მიერ შემოწირული შესაწირი და დაურიგეს დამსწრეებს. |