დუდუკის, დოლის და მხატვრული კითხვის წრეების ღია გაკვეთილი "ჰაიარტუნ" ცენტრში |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში 2015 წელს 27 ივნისს, გაიმართა ცენტრის დუდუკის (მასწავლებელი: ივანე მკრტჩიანი), დოლის (მასწავლებელი: რობერტ კაშავანიძე) და მხატვრული კითხვის (ხელმძღვანელი: მსახიობი სამველ ელბაკიანი) ჯგუფების ღია გაკვეთილი. მიზანი ერთი იყო - ეპარქიის თანამშრომელთათვის, სტუმრებისა და მშობლებისთვის ჯგუფების აღსაზრდელების ერთი წლის ნასწავლის წარმოდგენა. წარმოდგენილი იყო ლამაზი კომპოზიცია, რომელიც შთაგონებული იყო სომხური ენის განდიდებით, სამშობლოს მიმართ უსასრულო სიყვარულით და ეროვნული სიამაყის კეთილშობილური გრძნობებით. დოლის რითმისა და დუდუკის ნაზი მელოდიის აკომპონემენტით გაიჟღერა სომხური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშებმა, ლამაზი სიმღერით და მოწოდებით არ დაივიწყონ „წეროების ძახილი“, სასუნელთა ამაყი ცეკვა, საიათნოვას ღრმა ფილოსოფიური სიტყვა და დედის სიყვარულით გაჟღენთილი სომხური ენა და სომხეთი. შთაბეჭდილებამ მოლოდინს გადააჭარბა: სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ სათვისტომოს თანამდებობის პირები, ცენტრის ქველმოქმედ-დამფუძნებელი ნოვოსიბირსკიდან, სტუმრები მოსკოვიდან, თბილისის ინტელიგენციის წარმომადგენლები, მაღალი შეფასება მისცეს ცენტრის გაწეულ დიდ სამუშაოს სომეხი ბავშვის ეროვნულ საკრავებთან დაახლოების, სომხური პოეტური სიტყვის ემოციურად და გააზრებით აღქმის საქმეში, ხაზი გაუსვეს ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის შესრულებულ დიდ სამუშაოს საქართველოში სომხური ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნების მიმართულებით. ღია გაკვეთილი შეაფასა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, დალოცა დამსწრეები და შეაფასების სიტყვით მიმართა შემოქმედებითი ჯგუფების მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, ბავშვების სომხური სულისკვეთებით აღზრდის, ემოციებით, სიყვარულით და სიკეთით გაძღოლისათვის. წინამძღვარმა მოუწოდა ასეთი სიბეჯითით მეცადინეობების გაგრძელებისა და მოღვაწეობის ფარგლების გაფართოებისკენ. ღია გაკვეთილი იქცა შესრულებულ სამუშაოთა თავისებურ ანგარიშად. |