1geo

fb you od

"ჰაიარტუნ" ცენტრის «ჰაიოს ბენდ“ ანსამბლის საანგარიშო კონცერტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

band 

2015 წლის 1 ივლისი "ჰაიარტუნ" ცენტრის „ჰაიოს ბენდ“ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის (ხელმძღვანელი: ვლადიმერ ასატუროვი) თვითდამკვიდრების დაუვიწყარ დღედ იქცა. ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამართული საანგარიშო კონცერტი ჟღერადობით, ოსტატური შესრულებებით და მაღალხარისხიანი სრტუქტურით ნამდვილი სიურპრიზი იყო ანსამბლის წევრების მშობლების, მეგობრების და საქართველოს სომეხთა ეპაქრქიის თანამდებობის პირთათვის.

ახალადჩამოყალიბებული ინსტრუმენტული ანსამბლის შემადგენლობის (დასარტყამი ინსტრუმენტები - სერგეი ქამალოვი, ტამტამი - ერიკ გეორკოვი, კლავიშებიანი ინსტრუმენტი - ედუარდ ზალინიანი, გიტარა - რიჩარდ ჰარუთიუნიანი, ბას გიტარა - გარი ამირხანიანი) აკომპონირებით, ანსამბლის სოლისტების შესრულებით, გაიჟღერა სომხურმა, ქართულმა, რუსულმა და ინგლისურმა სიმღერებმა. ხალხმრავალი დარბაზი აღფრთოვანებას და კმაყოფილებას გამოხატავდა მხურვალე ოვაციებით.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ცნობილ მუსიკოს ვლადიმერ ასატუროვის ინიციატივა ვოკალურ- ინსტრუმენტული საესტრადო ანსამბლის შექმნაზე, მიღებულ იქნა ენთუზიაზმით, მაგრამ მალე თავი იჩინა სირთულეებმა, რომლებიც წარმოიშვა ანსამბლის ფორმირების პროცესში, ვინაიდან ჯგუფში ჩართული ახალგაზრდები თითქმის არ იცნობდნენ ინსტრუმენტებს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მფარველობით, „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით ჯგუფმა მალე მიიღო საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტები, და ხელმძღვანელ-მასწავლებლის გაწეული დიდი შრომის, ინდივიდუალური მეცადინეობების შედეგად ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომლის სამუშაოები მიზანმიმართული იყო საშემსრულებლო ოსტატობის ამაღლებისა და რეპერტუარის გამდიდრებისკენ.

ანსამბლის კონცერტს მაღალი შეფასება მისცეს მუსიკოსებმა ლევონ შაჰბაზიანმა, აიდა მესროპიანმა, მარია აბულიანმა და სხვებმა. ანსამბლის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ასატუროვმა მიულოცა აღსაზრდელებს და განაცხადა, რომ იგი ბედნიერია, ვინაიდან აუსრულდა მისი 15 წლის ოცნება - თბილისში იხილა სომეხი ახალგაზრდების შემადგენლობით საესტრადო ანსამბლი. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელობას, მხარდაჭერისათვის.

საანგარიშო კონცერტი შეაჯამა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა კონცერტს და ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს მოუწოდა, რომ არ დაშორდნენ ეროვნულს, იარონ სომეხთა ეკლესიში და „ჰაიარტუნ“ ცენტრში, მონაწილეობა მიიღონ სომხური ენისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში მზიან თბილისში. დასკვნით კონცერტს წარუძღვებოდა ლიზა თოროსიანი. დღე აღინიშნა სადღესასწაულო ტორტით და ფეიერვერკით.

IMG 9066 IMG 9067 

IMG 1113 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)