სომეხი ახალგაზრდები ეცნობიან თბილისის სომხურ კვალს |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ინიციატივით, გადაწყდა ზაფხულის არდადეგების დღეებში თბილისში ექსკურსიების მოწყობა, სომეხი ახალგაზრდებისთვის მისი ღირსშესანიშნაობების გასაცნობად, ქალაქის სომხური კვალის ჩვენებისა და მათი ინფორმირებულობის მიზნით. 2015 წლის 8 ივლისს დაიწყო ექსკურსიების სერია. ახალგაზრდების ჯგუფი, განყოფილების სტუდენტებთან სამუშაოთა კოორდინატორ ნინა სეროპოვას ხელმძღვანელობით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ (წარმოშობით ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენიდან ), აქტივისტ რევიკ კარაპეტიანის თანხლებით, ქალაქის დათვალიერება დაიწყო საქართველოს დედაქალაქის ძველი რაიონიდან. ჯგუფში ჩართულმა სომეხმა სტუდენტებმა და უფროსკლასელებმა დაათვალიერეს სომხური „კარმირ ავეტარან“ ეკლესიის ნანგრევები, ინჟინერ სარგისოვის პროექტით აშენებული ალექსანდრე მანთაშევის ბამბის რიგი, აღფრთოვანებული დარჩნენ სერგეი ფარაჯანოვის ძეგლით. ჯგუფის წევრებმა გაცვალეს მოსაზრებები ნიჭიერი რეჟისორის ნამუშევრების, მისი ფილმების შესახებ. ექსკურსიის მონაწილეებმა ყურადღებით დაათვალიერეს მე -7 საუკუნეში აგებული, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო „სურბ გევორგ“ ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. შემდეგ მივიდნენ „ნორაშენ“ ეკლესიაში, სადაც ასევე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ექსკურსიის პირველი დღის ბოლო წერტილი თავისუფლების მოედანი იყო. ახალგაზრდებმა შეიტყვეს, რომ მოედანს რამდენჯერმე შეეცვალა სახელი. 1827 წელს მას ეწოდებოდა ერივნის მოედანი, რუსეთის არმიის გენერალ პასკევიჩის საპატივცემულოდ, ხოლო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ - ლენინის მოედანი. ტური შთამბეჭდავი და საინტერესო იყო, განსაკუთრებით თბილისში სომხური კვალის შემსწავლელი რევიკ კარაპეტიანის მონაყოლით. გადაწყდა მსგავსი ექსკურსიების რეგულარულად ჩატარება.
|