საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში |
2015 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა საზეიმო მიღება. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სახელით, ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი სტუმრები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის იყო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი. მისი დასწრებით ღონისძიებას პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მოწვეულ საზოგადოებას - ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, რელიგიური თემების ლიდერებს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. სტუმრებმა დაათვალიერეს რეზიდენციის ფოიეში გამოფენილი ექსპონატები - ვახტანგ მეექვსის „სამართლის კანონთა წიგნი“, 1921 და 1995 წლების კონსტიტუციები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დასრულდა სახელმწიფო ჰიმნით. |