1geo

fb you od

მხიარული და საინტერესო დასვენება არქეოლოგიურ ბაზაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 35681 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებულ საზაფხულო დასვენების ბანაკის მესამე ნაკადში წელს მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების აქტივისტებმა სერგეი კამალოვმა, როზიტა გამბაროვამ, არმინე ღუშჩიანმა, მარინა კირაკოზოვამ და მილენა გალუსტოვამ. ბანაკის ცხოვრებაში ჩართულნი იყვნენ უფროსკლასელები და სტუდენტები, რომელთაც მხიარულ დასვენებასთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ არქეოლოგიურ გათხრებში.

2015 წლის 7-17 აგვისტოს, სომეხი ახალგაზრდების ჯგუფი იმყოფებოდა ქსნის დასახლების ნასტაკისის მახლობლად მდებარე არქეოლოგიურ ბაზაში. გათხრები ყოველ დღე იწყებოდა დილის 7 საათზე და გრძელდებოდა შუადღემდე. ბანაკის ხელმძღვანელ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მაია ჩარკვიანისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სხვა პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით ახალგაზრდები არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ ბაზიდან 3 კილომეტრის დაშორებით. ხელმძღვანელები ახალგაზრდა მკვლევარებს ასწავლიდნენ სამუშაო იარაღის გამოყენებას და გათხრების შესრულებას, ასევე გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვლებისა და ჩონჩხების დახარისხებას, თიხის ჭურჭლის ფერის, ხარისხის და შენახვის ფორმის განსაზღვრას.

ახალგაზრდების დღე მხოლოდ გათხრებით არ იყო შემოფარგლული. ხშირად ეწყობოდა ექსკურსიები, სხვადასხვა სახის თამაშები და გასართობი ღონისძიებები. შთამბეჭდავი იყო ექსკურსია ძალისში, რომელმაც მონაწილეებს დაუტოვა ლამაზი მოგონებები. მხიარული და საინტერესო იყო დღე არქეოლოგიურ საზაფხულო ბანაკში. აქ შექმნილი იყო ლამაზი ოჯახი, სადაც სხვადასხვა ერის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის დამყარებული იყო თბილი და მეგობრული ურთიერთობები.

აქვე დავსძენთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან ეპარქიის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორ ნინა სეროპოვას მადლობა გადაუხადეს მონაწილეთა სომხური ჯგუფის სამაგალითო ქცევისა და თავდადებული შრომისთვის.

DSCN3135 IMG 3575 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)