1geo

fb you od

სომხური ენის სწავლების ერთდღიან სკოლებში დაიწყო ახალი სასწავლო წელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

20150913-000 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხური ენის სწავლების „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ (შაბათის) და „სურბ ეღია მარგარე“ (საკვირაო) ერთდღიან სკოლებში დაიწყო ახალი - 2015-16 სასწავლო წელი.

12 სექტემბერს, დილით ადრე, პირველ გაკვეთილზე გამოცხადებულ „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიანი სკოლის 60-მდე სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდას კეთილი სურვილებით სწავლების დაწყება მიულოცეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა და მასწავლებელმა თამარა გაბოიანმა.

13 სექტემბერს სომხური ენის სწავლების გაკვეთილები დაიწყო „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლაში. მასწავლებელი როზა ზოჰრაბიანი დახვდა იმ ახალგაზრდებს, ვინც მოვიდა მშობლიური ენის სასწავლებლად, ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე გარემოსთან საურთიერთოდ. ახალადმოსულებს დაურიგდა დედა ენა და სამუშაო რვეულები, მეორე კლასელებს კი - პროგრამით გათვალისწინებული სახელმძღვანელოები.

განათლების განყოფილების დირექტორის ინფორმაციით, საკვირაო სკოლების სასწავლო პროგრამაში ცვლილებაა შესული - ამ სასწავლო წლიდან ცალკე საათი დაეთმობა სომხური ლიტერატურის სწავლებას. სასწავლო მასალა უკვე შემუშავებულია და ადაპტირებული ერთდღიანი სკოლის მოთხოვნებთან.

სომხური ენის სწავლების ერთდღიან სკოლებში ისწავლება წიგნიერება, გრამატიკა და ლიტერატურა, დიდი ყურადღება ეთმობა სომხურ ენაზე კომუნიკაციის განვითარებას. ასევე უტარდებათ სომხეთის და ეკლესიის ისტორიის გაკვეთილები. სწავლება უფასოა, ორწლიანი პროგრამით.

ეპარქიის განათლების განყოფილებამ სასწავლო წელი დაიწყო ასამდე ახალად მოსული მოსწავლით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გრძელდება მიღება ერთდღიანი სწავლების სკოლებში.

20150913-0003 20150913-0008 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)