1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია ახტალის "მწვადის ფესტივალზე" PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

39085718449733 o 

უკვე მე მეშვიდედ ზედიზედ ახტალაში სომხური სამზარეულოს ამ თავისებური კერძის - მწვადის, ტრადიციული ფესტივალი იმართება. 2015 წლის 12 სექტემბერს, შემოდგომის ამ ლამაზ დღეს ფესტივალმა ალავერდის რაიონის ახტალის ტერიტორიაზე შეკრიბა არა მხოლოდ კერძის დაგემოვნების, არამედ ნამდვილი მწვადის დამზადების მოყვარულები, სარესტორნო კომპლექსების მზარეულები, რომლებიც თავიანთი ოსტატობით, დიზაინერის ფანტაზიით, ტრადიციულთან ერთად წარმოადგინეს ის ინოვაციები, რაც განიცადა ამ კერძის დამზადებამ განვითარების გზაზე.

მწვადის მადისმომგვრელი სურნელი ტრიალებდა მთელ ტერიტორიაზე, ფესტივალის სტუმრებიც და მონაწილეებიც, ყველა აგემოვნებდა გემრიელ მწვადს. სტუმრებს შორის იყო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია, „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორ ლევონ ჩიდილიანის ხელმძღვანელობით. პარალელურად ლორეს მთებში ვრცელდებოდა სიმღერისა და მუსიკის ჰანგები.

"მწვადის ფესტივალი- 2015"-ს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით მიესალმა და სომხური მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ეროვნული სამზარეულოს მეშვეობით, წარდგენისათვის ფესტივალის ორგანიზატორებს მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესისა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა. ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა კი დამსწრეებს მიმართა გევორგ ემინის ლექსით „საოცარი სომეხი“, რომელიც მიიღეს მხურვალე ტაშით. "ჰაიარტუნ" ცენტრის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა ანა ბადალიანმა ერევნისადი მიძღვნილი სიმღერით დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილის დირექტორ კარენ ერიციანს კი - დაბადების დღე.

ლორეს მთების წიაღში, მინერალებით მდიდარი ალავერდის ტერიტორიაზე , ალავერდის საეკლესიო კომპლექსის, ამ უნიკალური არქიტექტურული ძეგლის ,ტერიტორიაზე ხალხური ზეიმი გაგრძელდა გვიან საღამომდე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციის წევრებმა დაბრუნებისას, ჯვართამაღლების დღესასწაულის წინა დღეს სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს ჰაღპატის სამონასტრო კომპლექსში.

11999841 10207813098195116 3519320269118329746 o IMG 4300 12000944 10207813167156840 6741664069524693194 o 

11942234 10207813170796931 203513867563233796 o 11950371 10207813161596701 402446792525777710 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)