1geo

fb you od

აშუღური სიმღერის ზეიმი წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC039 

2015 წლის 13 სექტემბერს, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში ხალხური სიმღერის ზეიმი გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ამ სოფლის შვილს, აშუღური სიმღერის ოსტატ გუსან ჰავასის (არმენაკ პარსამის ძე მარკოსიანი).

სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტისადმი მიძღვნილ დღესასწაულს აღნიშნავენ 1991 წლიდან. ის დიდი ხანია მხოლოდ ერთ სათვისტომოს კუთვნილება აღარაა, ეს არის რეგიონალური მასშტაბის ზეიმი, რომელსაც ესწრებიან რეგიონისა და რაიონის მაღალი თანამდებობის პირები, სტუმრები საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, თბილისსა და ერევნიდან.

 "ჰავასი - 2015" დღესასწაული გახსნა რაზმიკ ჰანესიანმა, რომელმაც ისაუბრა გუსან ჰავასის ხელოვნებზე, რომლითაც დიდი აშუღი უმღერის მშობლიურ ბუნებას, ქალის სილამაზეს, მშრომელ ადამიანს.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პაატა ხიზანაშვილი, მან მაღალი შეფასება მისცა ამ მიწა- წყლის ხალხს, რომელმაც ხელოვნებას მისცა ისეთი ოსტატი, როგორიც გუსანი ჰავასია. წალკის რაიონის გამგებელმა ილია საბაძემ კი ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს დღესასწაული ტრადიციულია, რომ იგი ხელს უწყობს ხალხებს შორის მეგობრობას, სხვადასხვა კულტურათა დაახლოებას.

 გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანმა ისაუბრეს გუსან ჰავასიზე, როგორც აშუღური სიმღერის ნიჭიერ წარმომადგენელზე, მისი სიმღერების თემატიკის მრავალფეროვნებასა და მაღალ მხატვრულ ღირსებებზე.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის დირექტორმა, ლევონ ჩიდილიანმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დღესასწაულზე სოფლიდან და რაიონიდან ჩასული წალკელების მონაწილეობის საჭიროებას და გამოვიდა წინადადებით, რომ ზეიმი აღინიშნოს ყოველი წლის ივნისის ბოლო კვირა დღეს. დამსწრეებმა მოიწონეს მისი წინადადება.
ღონისძიების მხატვრული ნაწილი გახსნა წალკის რაიონის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა, შესრულდა მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერები. შემდეგ ნინოწმინდიდან ჩამოსულმა სოლისტებმა ჰაიასტან ისპირიანმა, ვარაზდატ ნუნიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტებმა ნინა კარაპეტიანმა, ანი ჰოვანისიანმა და ჰენრიხ პეტროსიანმა შეასრულეს ჰავასის სიმღერები.
მხატვრულ ნაწილში მონაწილეობა მიიღეს ასევე ქორეოგრაფ სუსანა ბაბაიანის და გაიანე ნაზლოიანის ცეკვის ანსამბლებმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის დოლისა და დუდუკის წრეებმა, მასწავლებლების - რობერტ კაშავანიძისა და ივანე მკრტჩიანის ხელმძღვანელობით.

DSC03893 DSC03906 DSC03907 

DSC03916 DSC03919 DSC03937 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)