საქართველოს სომეხი მომლოცველები დაესწრნენ წმიდა მირონის კურთხევას |
2015 წლის 27 სექტემბერს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში შესრულდა მირონის კურთხევა, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულმა ათასობით სომეხმა მიიღო მონაწილეობა წმიდა ცერემონიაში. საქართველოს სომხურმა სათვისტომომ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მტკიცე კავშირი აქვს წმინდა ეჯმიაწინთან, ახალციხიდან, ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ბათუმსა და სომხებით დასახლებულ სხვა რეგიონებიდან და დედაქალაქ თბილისიდან ჩამოსულ 350 მორწმუნესა და სულიერ მოძღვრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო წმინდა მირონის კურთხევის ცერემონიაში. მომლოცველთა ჯგუფმა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარ მღვდელ ღევონდ თოფაშიანის ხელმძღვანელობით, მომლოცველობა დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონში მდებარე ოძუნის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში ვიზიტით, სადაც მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში ლოცვის შემდეგ, სულიერი მოძღვრების - მღვდელ ტათევ მარუქიანისა და დეკანოზ ეღიშე ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით, დილით ადრე მომლოცველები გზას გაუდგნენ მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინისკენ. მათი პირველი გაჩერება იყო ქალაქ გიუმრის უძველეს „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში, რომელიც ცნობილია სახელით „იოთვერქ“. შემდეგ მომლოცველები ეწვივნენ „ჰარიჭავანქს“ და აპარანის “სურბ ხაჩ“ ეკლესიას. არაკოვას მომლოცველთა ჯგუფის მომლოცველებმა, მღვდელ თადეოს მკრტჩიანის ხელმძღვანელობით, მომლოცველობა დაიწყო გიუმრის „იოთვერქ“ ეკლესიაში და გააგრძელა აზატანის წმიდა სტეფანოზის სახელობის ეკლესიაში სანთლების დანთებით და ვიზიტით ხორ ვირაპში. ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის მრევლი და მომლოცველთა ჯგუფი, სულიერ მოძღვარ არმაშ პოღოსიანის ხელმძღვანელობით, ეწვია ოშაკანის „სურბ მესროპ მაშტოც“ ეკლესიას. თბილისელ მორწმუნეთა მომლოცველობა სომხური ეკლესიის სულიერი მსახურების - მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის და მღვდელ მანუკ ზეინალიანის, ხელმძღვანელობით დაიწყო 26 სექტემბერს. დედა სამშობლოში მათი პირველი ვიზიტი წიწერნაკაბერდის სომეხთა გენოციდის მემორიალთან იყო, სადაც მორწმუნეებმა ქედი მოიხარეს უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის წინაშე და მარნეულის რაიონის სულიერი მოძღვრის არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის კურთხევით ლოცვა აღავლინეს. მომლოცველები დაესწრნენ ვაღარშაპატის კომიტასის სახელობის კულტურის სახლში გამართულ წმიდა მირონის კურთხევისადმი მიძღვნილ საქართველოს სომეხ მხატვართა გამოფენის - „საქართველოს სომეხი მხატვრები წმიდა ეჯმიაწინში“ გახსნას და მონაწილეობა მიიღეს ვაღარშაპატის მერის - კარენ გრიგორიანის, სახელით თბილისელი სომეხი მომლოცველების საპატიოდ გამართულ წვეულებას. დედა სამშობლოს არმავირის რაიონის სოფელ ლუკაშინში სომეხი მორწმუნეების მიღება და ბინადრობა მოაწყვეს თბილისის სომხური ეკლესიის მსახურმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, მისმა ახლობლებმა და თანასოფლელებმა, ორგანიზაცია „ჯაზვეს“ მხარდაჭერით. 27 სექტემბერს, თბილისის, სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა რაიონებისა და სოფლების, ბათუმის და სხვა დასახლებების 350-კაციანმა წარმომადგენლობამ, სულიერი მოძღვრების თანხლებით, სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუს არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის კურთხევით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით მთავარ საკათედრო ტაძარში მონაწილეობა მიიღო საკვირაო საღმრთო ლიტურგიას სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორის წინამძღოლობით და მიიღო ზიარება. საქართველოს სომეხმა მომლოცველებმა ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს ეჯმიაწინის ვიცე მერის ნორიკ მირზახანიანის სახელით მოწყობილ წვეულებას. წმიდა მირონის კურთხევა, რომელიც სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის კანონებით სრულდება შვიდ წელიწადში ერთხელ და წელს მიეძღვნა სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ უდანაშაულო მოწამეთა ხსოვნას, შესრულდა სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდეს და უნეტარეს გარეგინ მეორის მიერ. წმიდა ცერემონიას დასწრებით პატივი დასდო სრ პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, მეუღლესთან ერთად. ცერემონიას ესწრებოდნენ დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხი დეპუტატები რუსლან პოღოსიანი, სამველ პეტროსიანი, საზოგადო მოღვაწე სამველ აღეკიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, პოეტი, მთარგმნელი ანაჰიტ ბოსტანჯიანი, საქართველოს სომხური სათვისტომოს სხვადასხვა სტრუქტურების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და უამრავი მორწმუნე. წმიდა მირონის კურთხევის ცერემონიით შთაბეჭდილი და ახალი სულიერი მუხტით აღვსავსე სომეხი მორწმუნეები დაბრუნდნენ საქართველოში. თბილისის სომეხი მორწმუნეები მადლიერებას გამოუხატავენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, სასულიერო პირებს - მღვდელ მანუკ ზეინალიანს და მღვდელ ნარეკ ღუშჩიანს, ვაღარშაპატის მერ კარენ გრიგორიანს, ვიცე-მერ ნორიკ მირზახანიანს, ორგანიზაცია „ჯაზვეს“ და სხვა ქველმოქმედებს, საქართველოს სომხების მომლოცველობის ორგანიზებისა და განხორციელების მხარდაჭერისათვის.
|