1geo

fb you od

ხელახლა აკურთხეს დიდი არაგიალის „სურბ ხაჩ“ ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

7361351 

2015 წლის 12 ოქტომბერს, მხიარული განწყობა იყო ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდ არაგიალში. ადგილობრივებს და სტუმრებს კარი გაუხსნა ქველმოქმედ არტურ და აიდა ისოიანების შემოწირულობით მთლიანად რეკონსტრირებული, 1830 წელს დაარსებულმა „სურბ ხაჩ“ ეკლესიამ, კეთილმოწყობილი ეზოთი და მიმდებარე ტერიტორიით. ეკლესია აღადგინეს არქიტექტორ აზატ მღდესიანის პროექტით, დიზაინის ავტორია არმენ ღუკასიანი, ქანდაკება ეკუთვნის გევორგ მნაცაკანიანს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ახლებურად რეკონსტრირებული ეკლესიის კარის გახსნის ცერემონია აღასრულა.

მეორე დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუს არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის სომხური თემების სულიერ მოძღვარ არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის და რეგიონის სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა უძველესი „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ხელახალი კურთხევის წესი.

დიდი სიხარული იყო სოფელში, სოფლის მცხოვრებლებს აუხდა ოცნება, სოფელში გაისმა ზარების წკრიალი პირველი საღმრთო ლიტირგიისა, რომელიც აღავლინა ნინოწმინდის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა.

ქველმოქმედ არტურ და აიდა ისოიანებსაც შეუსრულდა ოცნება, მათ ჯვარი დაიწერეს და წმიდა ჯვრით განამტკიცეს თავიანთი ოჯახი ახლად ნაკურთხ ეკლესიაში.

წირვას და საეკლესიო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სამველ პეტროსიანი, ჰენზელ მკოიანი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის წარმომადგენელი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამგეობების თავმჯდომარეები ედუარდ აღასარიანი, გაგიკ კარსლიანი, საკრებულოების თავმჯდომარეები ჰამლეტ მოვსისიანი და სმბატ კიურეღიანი, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დელეგაცია, ვაჰან ეღიაზარიანის თავმჯდომარეობით, მსოფლიო ორგზის ჩემპიონი ჭიდაობაში, გიუმრელი არტურ ალექსანიანი და სხვები.

წირვის შემდეგ აკურთხეს და ხალხს ქველმოქმედთა სახელით დაურიგეს შესაწირი.

საზეიმო განწყობა, სტუმრების და ადგილობრივი საზოგადოების სიხარული, დიდი არაგიალიდან გადავიდა ნინოწმინდის კულტურის და ახალგაზრდობის ცენტრში, სადაც კონცერტი გაიმართა. მას უძღვებოდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე ჟორა სნხჩიანი. ღონისძიებაზე სპეციალურად იყო ჩამოსული სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს აშუღური სიმღერის დამსახურებული ანსამბლი „საიათნოვა“, სრ სახალხო არტისტ თომას პოღოსიანის ხელმძღვანელობით, „კარინ“ ქორეოგრაფიული ანსამბლი, გაგიკ გინოსიანის ხელმძღვანელობით, ასევე ნიჭიერი მომღერალი არსენ გრიგორიანი.

ეკლესიის ხელახალ კურთხევასთან დაკავშირებით ქველმოქმედი ოჯახის სახელით გაიმართა წვეულება.

სოფელი დიდი არაგიალი მდებარეობს რაიონულ ცენტრ ნინოწმინდიდან 8 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ფარავნის მარცხენა ნაპირზე. სოფელი სომხებისგან დაიცალა მე -18 საუკუნეში და ისევ დასახლდა 1830-იან წლებში. ამჟამინდელ მოსახლეთა წინაპრები ერზრუმის სოფელ ბრდონქიდან გადმოსახლებული 15 კომლი სომეხი არის.

დასახლდნენ რა ნასოფლარში, არაგიალელებმა ჯერ კიდევ 1830-იან წლებში ქვისგან ააგეს სურბ ხაჩის სახელობის ეკლესია ხის გადახურვით. ტაძრის სამხრეთ ფასადზე აღინიშნება აღდგენითი სამუშაოების აშკარა კვალი.

01733324 05875593 99174603 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)