სომხეთის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობამ |
2015 წლის 13-16 ოქტომბერს, თბილისში იმყოფებოდა სომხეთის სხვადასხვა უწყებათა წარმომადგენლების დელეგაცია. ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, " მიგრაციის სოციალური და ეკონომიკური დადებითი გავლენის გაძლიერება სომხეთის უკეთესი მომავლისთვის " პროგრამის ფარგლებში. ხალხებოს განვითარების საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელ სირენა ფუსკოს და პროგრამის კოორდინატორ კრისტინა აირაპეტიანის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ამ დღეებში თბილისში მიმდინარე „დიასპორის პოტენციალი მივმართოთ სამშობლოსკენ“ სახელწოდებით საქართველოს დიასპორის სამინსტროს ფორუმში. გამოცდილების გაზიარების მიზნით, სომხეთის დელეგაციის წევრებს შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა უწყებებში. თბილისში ჩამოსულმა დელეგაციამ თავის მოვალეობად ჩათვალა მისულიყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიში. უძველეს ეკლესიაში სანთლების დანთების და ლოცვის შემდეგ, დელეგაციის წევრები ეწვივნენ „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრს. გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს გამოფენა „სურბ ეჯმიაწინის მხატვრები თბილისში“, „სურბ მოვსეს ხორენაცის სახელობის“ საბავშვო ბაღი და საკვირაო სკოლის საკლასო ოთახები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა დაწვრილებით ისაუბრა ცენტრის საქმიანობაზე. მოყვა ისტორიული „ჰაიარტუნ“ სახელწოდებით ცენტრის შექმნის ინიციატივაზე, დამფუძნებელ-ქველმოქმედთა მხარდაჭერაზე, ასევე ცენტრის დატვირთულ სამუშაო დღეზე. ლევონ ჩიდილიანის სიტყვას თან ახლდა ფაქტობრივი მასალის ჩვენება მონიტორზე, ფოტოსურათების სახით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრ მიგარციის სახელმწიფო სამსახურიდან ჰამბარძუმ აბრაამიანი, ცენტრალური ბანკიდან - ჰაიკაზ იგითიანი, ეკონომიკის სამინისტროდან - მარია საპონჯიანი და სხვები. სომხეთში მოქმედი სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელმა სტუმრებმა მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელობას. მათ კმაყოფილება გამოთქვეს და ჩანაწერი გააკეთეს შთაბეჭდილებების წიგნში. |