ნაწილობრივ გარემონტდა შაუმიანის „სურბ კირაკი“ უძველესი სამლოცველო |
2015 წლის 25 ოქტომბერს, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის მონაწილეობით, სოფელ კარმირის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში აღავლინა საკვირაო საღმრთო ლიტურგია. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ არქიმანდრიტი, იპოდიაკონ ოთარ გიგაურსა და მგალობელთა გუნდთან ერთად ეწვია დაბა შაუმიანის „სურბ ასტვაცაცინ“ ეკლესიას, სადაც ლოცვის შემდეგ გაემართნენ სომხური სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის მაღლობზე მდებარე „სურბ კირაკი“ სამლოცველოსკენ. უძველესი სამლოცველო მრავალი წლის განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო. და აი აქაური მკვიდრის, რუსეთში მცხოვრები აშოტ ავანიანის შემოწირულობით სამლოცველო ნაწილობრივ გარემონტდა და აცილებულ იქნა ჩამონგრევის საფრთხე. არქიმანდრიტმა ხორენმა აკურთხა აღდეგანასთან დაკავშირებით ქველმოქმედის მიერ დაპირებული შესაწირი. "სურბ კირაკის“ სახელობის ძეგლების ჯგუფი მდებარეობს შულავერის აღმოსავლეთი ნაპირის ბორცვზე. იგი შედგება ჭედური და დაუმუშავებელი ქვით, კირით აგებული ერთნავიანი, თაღით დაკავშირებული ორი ეკლესიისგან, გალავნით (ნახევრადდანგრეული), ჩრდილო-დასავლეთ მხარეს არის საგვარეულო აკლდამა და დიდი სასაფლაო. „სურბ კირაკის“ აქვს სალოცავის რეპუტაცია, მისი აგებულების და სტრუქტურული თავისებურებების შესწავლის შედეგად, შესაძლოა სამლოცველო დათარიღდეს XII-XIII საუკუნეებით. |