პირველი ჯვრისწერა ახლად ნაკურთხ „სურბ გევორგ“ ეკლესიაში |
2015 წლის 1 ნოემბერს, დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში. თბილისის სომხობამ მონაწილეობა მიიღო საკვირაო საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც ხელახლა ნაკურთხ ეკლესიაში აღასრულა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საღმრთო ლიტურგიის მონაწილენი ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას აღდგენილი ეკლესიის განუმეორებელი სილამაზით. საღმრთო ლიტურგიის დროს, ეპარქიის წინამძღვარი ქადაგებაში შეეხო 30-31 ოქტომბერს ეკლესიის ხელახალი კურთხევის და გახსნის ღონისძიებებს, დაწვრილებით ისაუბრა იმ რთულ, შრომატევად სამუშაოებზე, რაც აღდგენის წლებში განახორციელეს პროექტისა და რესტავრაციის ავტორებმა და ორგანიზატორებმა, მუშებმა და ხელოსნებმა, მშენებლებმა და რესტავრატორებმა. წინამძღვარმა ისაუბრა ასევე „სურბ გევორგ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის საშემსრულებლო ოსტატობაზე ( ქორმაისტერი: სვეტლანა ტატოევა), ეკლესიის გარშემო კონსოლიდირებულ ახალგაზრდა მოხალისეებზე, ეპარქიის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობაზე, სამღვდელოებაზე, ვინც დიდი პასუხისმგებლობით და მზაობით ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მრევლს მოუწოდა ორივე მოქმედ ეკლესიაში სიარულისკენ, ვინაიდან ორივე ეკლესია ხალხის მსახურებაშია და ხალხის სამლოცველო, ისინი მრავალი წლის მანძილზე სულიერ საზრდოს აწვდიან ხალხს, მშობლიური მზრუნველობით გარშემო იკრებენ საქართველოს სომხობას. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ „სურბ გევორგში“ შესრულდა პირველი ჯვრისწერა. აღდგენითი სამუშაოების შესრულების დროს ორი ახალგაზრდა რესტავრატორის - დავით ჰოვანისიანის და აშხენ პაპიანის, დიდი სიყვარული, დაპირების თანახმათ, დაგვიგვინდა ჯვრისწერით ახლად ნაკურთხ ეკლესიაში. ამ წყვილის - დავითის და აშხენის სიყვარული და ერთობლივი ცხოვრების დასაწყისი დალოცა და აკურთხა მისმა ყოლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ახლად ნაკურთხი ეკლესიის თაღებ ქვეშ, ახალგაზრდების ხელით რესტავრირებული ფრესკების მოწმობით. |