1geo

fb you od

არმენ ჰოვანისიანის თოჯინები "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1921168 

2015 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა ნიჭიერი, მრავალმხრივი შემოქმედის, არმენ ჰოვანისიანის "თოჯინების სამყარო“ სათაურით პირველი პერსონალური გამოფენა. გამოფენას დასწრებით პატივი დასდეს საქართველოში სომხეთის საელჩოს მეორე მდივანმა, კულტურის საკითხების პასუხისმგებელმა ელინა მკრტჩიანმა, საელჩოს მრჩეველმა კარენ მელიქიანმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღათერ არაბულმა, ჟურნალ "ცისკარის" რედაქტორმა ამირან გომართელმა, თბილისის ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლებმა.

დარბაზის გასწვრივ დალაგებულ მაგიდებზე ეწყო სხვადასხვა ასაკის, პოზიციისა და სტატუსის სხვადასხვა ერისა და რელიგიის, სხვადასხვა წიგნებისა და ფილმების, სხვადასხვა ეპოქის პერსონაჟები, რომლებიც საზოგადოებისთვის კარგად არიან ცნობილი და გამოფენის დამთვალიერებლებს წარუდგნენ არმენ ჰოვანისიან - პოეტის, მხატვრისა და მეთოჯინის წარმოსახვითა და ოსტატი ხელებით შექმნილი თოჯინების სახით.

დამსწრეები დაუფარავი გაოცებით და აღფრთოვანებით, სიყვარულითა და მოწიწებით ათვალიერებდნენ „გაცოცხლებულ“ ქაჯ ნაზარსა და უსტიანს, ფუფალასა და ხანუმას, სერგო ფარაჯანოვსა და ფრუნზიკ მკრტჩიანს, კამელიებით ქალსა და მეოცნებე გოგონას, კომიტასსა და გენოციდს გადარჩენილ ოჯახის წევრებს, მევიოლონესა და ყარაჩოღელს, ნატალიას, ანუშს, საროს ....

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა ისაუბრა არმენ ჰოვანისიანის შემოქმედებით პროცესზე, რომელიც მოიცავს ლიტერატურის, ფერწერის, ხალხური, ეთნოგრაფიული, კლასიკური ხელოვნების, ყოველდღიური ცხოვრების და იდენტობის ელემენტების სწორ გამოსახვას, შედეგად კი იძლევა ეპოქისა და პერსონაჟის ნამდვილ გამოსახულებას.

წარმოუდგენლად დეტალური ნამუშევარი, აკურატული, ზედმეტი წვრილმანების გარეშე, რომელიც იწყება თიხით, თაბაშირით, აღწევს ქანდაკების დონეს, შემდეგ მხატვრის ოსტატობით იღებს ხასიათს, ჩაცმულობას და იქცევა პერსონაჟ-თოჯინად, - ესაა მეთოჯინე არმენ ჰოვანისინის შემოქმედების გზა, რომელიც შეაფასეს საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღაღერ არაბულმა, მხატვარმა ჯოვანი ვეფხვაძემ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების პროგრამების კოორდინატორმა ნინა სეროპოვამ, შემოქმედმა მონიკა ქურქჩიანმა და სხვებმა.

მადლიერების სიტყვაში ნიჭიერმა ოსტატმა აღნიშნა, რომ თოჯინა იქმნება შინაგანი წარმოსახვით, სურათისა და ესკიზის გარეშე, გონების კარნახით, მათთან საუბრით, მათი გრძნობებით და ემოციური მდგომარეობით, საბოლოოდ მიიღება ეროვნული ფორმა, ჩაცმულობა და სხვადასხვა ატრიბუტები.

გამოფენას ამშვენებდნენ ცენტრის “ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდის (ქორმაისტერი: მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი) და დუდუკისა და დოლის წრეების (პედაგოგები: რობერტ კაშავანიძე და ივანე მკრტჩიანი) გამოსვლები, ასევე იმ ფილმებიდან ნაწყვეტების ჩვენება, რომლების პერსონაჟებსაც ასახიერებდნენ თოჯინები.

DSC04467 DSC04469 DSC04470 

DSC04483

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)