1geo

fb you od

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ სურბ გევორგის ეკლესიის ეზოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

bac das 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლის ისტორიის გაკვეთილები ჩვეულებრივ ტარდება „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ვარდან ჯინიშიანის ხსოვნის“ საკლასო ოთახში, 2015 წლის 21 ნოემბერს კი ჩატარდა ღია ცის ქვეშ - თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიის ეზოში. გაკვეთილის თემა იყო სომხური ეკლესიები, კერძოდ, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანის, და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, ინიციატივით, სომხური ენის მასწავლებელმა თამარა გაბოიანმა და ისტორიის მასწავლებელმა რევიკ კარაპეტიანმა ეკლესიაში ისაუბრეს სურბ გევორგის დაარსების, თბილისელი სომხების ცხოვრებაში მისი შესრულებული როლის და გაწეული საქმიანობის შესახებ. ახალგაზრდებმა ყურადღებით მოისმინეს სომეხი მთავრის - უმეკის მიერ მე -13 საუკუნეში დაარსებული ეკლესიის ისტორია, მოიხიბლნენ იმ ეკლესიის სილამაზით, რომელიც ასწლეულების მანძილზე თბილისის სომხობის მფარველია და საყვარელი სამლოცველო.

ჯგუფს შეუერთდა დიაკვანი გევორგ ანტონიანი, რომელმაც გაკვეთილის მონაწილეებს უამბო, თუ როგორ დაიწყო ორი წლის წინ სურბ გევორგ ეკლესიის რეკონსტრუქცია, ფონდ „სომხეთის განვითარების ინიციატივების“ (IDEA) ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, და როგორ მიიღო ტაძარმა აღნიშნული რეკონსტრუქციის შედეგად დღევანდელი დიდებული სახე.

„სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიანი სკოლის აღსაზრდელებს, განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილებათა ინიციატივას მიესალმა და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა ისაუბრა მოძმე ქართველი ხალხის მიწაზე მსგავსი ეკლესიის არსებობის მნიშვნელობაზე და მოუწოდა ასეთი გაკვეთილების „ჰაიარტუნ“ ცენტრის სხვა ჯგუფების მოწაფეთათვის ჩატარებისკენ.

IMG 2237 IMG 2258 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)