1geo

fb you od

„სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში „ქოჩარი“ შესრულდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

3985374237332628899 n 

2015 წლის 22 ნოემბერს, საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზო ნამდვილ საცეკვაო მოედნად იქცა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ შეასრულა სომხური ტრადიციული „ქოჩარი“ .

 ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებების მიერ, ლევონ ჩიდილიანისა და ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით. სომხური ეროვნული ცეკვის საყოველთაო შესრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი, საელჩოს მეორე მდივანი ელინა მკრტჩიანი, თბილისის სომხური სათვისტომოს საპატიო თანამდებობის პირები, უამრავი მორწმუნე, მოსწავლეები, სტუმრები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზანი იყო მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ „ქოჩარი“ სომხეთის მთიანეთში ყველაზე გავრცელებული და დაცული სომხური ცეკვაა, რომლის იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის განაცხადი წარადგინა სომხეთის რესპუბლიკამ. ამ ღონისძიებით თბილისელმა სომხებმა მხარდაჭერა გამოუხატეს დედა სამშობლოს ინიციატივას.

დამსწრეებს ლოცვა-კურთხევის სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ეპარქიის განყოფილებათა ინიციატივას - რესტავრირებული და კეთილმოწყობილი სურბ გევორგის ეზოში სომხური „ქოჩარის“ სულში ჩამწვდომი მელოდიის გაჟღერებას და იმ ცეკვის შესრულებას, რომელიც ერის ერთიანობის მშვენიერი სიმბოლოა. მისმა ყოვლადუსამღვდელოებამ ისაუბრა მებრძოლი სულისკვეთების მქონე ცეკვის განვითარების გზაზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ცეკვა დაარსდა ქრისტიანობის გავრცელებამდე და კვლავ ინარჩუნებს თავის აქტუალობას, მებრძოლ სულისკვეთებას, რაც არის სომეხი ადამიანის თვითმყოფადობის გამოხატულება.

სურბ გევორგის ეზოში „ქაჩარის“ შესრულებაში მონაწილეობდნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის ანსამბლი „ტარონ“, ანსამბლი „ანი“, ქორეოგრაფ ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანის, და ანსამბლი „ვანქ“, ქორეოგრაფ ლიანა კაშავანიძის ხელმძღვანელობით. ცეკვას შეუერთდა დამსწრე საზოგადოება, დიდი თუ პატარა.

DSC04562 DSC04570 DSC04574 

12241702 1678825729000067 2269842729264304456 n

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)