სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიება |
2015 წლის 22 დეკემბერს, ახალქალაქის №2 რუსულ საჯარო სკოლაში, დირექტორი: კარინე ნაჰატაკიანი, ჩატარდა სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, ვიკარიატის მღვდელმსახურებთან ერთად, ახალქალაქის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ აღასარიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ პეტროსიანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მამა ალექსანდრე და სხვა სტუმრები. სომხეთისა და საქართველოს ჰიმნების შესრულების შემდეგ, დარბაზი შეავსო სომხურმა და ქართულმა მხიარულმა სიმღერამ და ცეკვამ. ღონისძიების დროს წაკითხულ იქნა სომეხი და ქართველი პოეტების ნამუშევრები, რომლებიც დაამშვენეს უკვდავი საიათნოვას ნაწარმოებებმა. სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს კარინე ნაჰატაკიანი, არაერთხელ გამორჩეულა მსგავსი ლამაზი და ამაღელვებელი ღონისძიებებით. ღონისძიების ბოლოს კურთხევის სიტყვით გამოვიდა არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი. მან მაღალი შეფასება მისცა დირექციის, მასწავლებლების და მოსწავლეების შესრულებულ სამუშაოს, ჩვენი ორი ხალხების მეგობრობის განმტკიცების საქმეში. ჩვენმა წინაპრებმა ძმობისა და სიყვარულის მაგალითი გადმოგვცეს. ჩვენც თვალისჩინივით ვუფრთხილდებით და ვინარჩუნებთ ამ ძმობასა და სიყვარულს და ის უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. ჩვენი ქრისტიანული ტრადიციების მქონე ხალხების ისტორია საუკუნეების სიღრმიდან მომდინარეობს. ბევრი სიძნელე და გასაჭირი გვაქვს გადატანილი ერთად და, როდესაც საჭირო გამხდარა, ერთად გვიბრძოლია საერთო მტრის წინააღმდეგ. ყოველმა ქართველმა სომხეთში თავი უნდა იგრძნოს როგორც თავის სახლში, ასევე ყოველმა სომეხმა - საქართველოში. ესაა ძმობისა და მეგობრობის არსი, - თავის სიტყვაში აღნიშნა არქიმანდრიტმა ბაბგენმა. სიტყვით გამოვიდნენ ახალქალაქის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ აღასარიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ პეტროსიანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მამა ალექსანდრე. |