1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მონაწილეობა მიიღო ეკუმენურ ლოცვაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ekumenik 

2016 წლის 22 იანვარს, თბილისში, კათოლიკურ ეკლესიაში გაიმართა საერთო ეკუმენური ლოცვა. ქრისტიანთა ერთიანობისათვის ლოცვა მრავალი წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღევლინება ქრისტიანული რელიგიის ოთხი სხვადასხვა მიმართულების მორწმუნეთა მიერ. ესენია: სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესია, საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია და საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. ოთხ წელიწადში ერთხელ აღნიშნული ლოცვა აღევლინება ზემოაღნიშნულ ეკლესიათაგან ერთის თავმჯდომარეობით.

წელს ერთიანობის ლოცვის აღვლენის პატივი ერგო ამიერკავკასიაში კათოლიკურ ეკლესიას. ეკუმენურ ლოცვას ესწრებოდნენ საქართველოში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი ჰანს-იოიახიმ კიდერლენი, საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი, სხვადასხვა ეკლესიების სასულიერო მსახურნი, მორწმუნენი.

ეკუმენურ ლოცვას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარ ნარეკ ღუშჩიანის, ადმინისტრაციული განყოფილების დირექტორის, კარენ ერიციანის, იურიდიულ და სახელმწიფოსთან ურთიერთობების განყოფილების დირექტორ მიქაელ ავაგიანის თანხლებით. ლოცვის სარიტუალო ნაწილში მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის მგალობელთა გუნდმა.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო სამმართველოს ლიდერმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ. სულიერმა ლიდერმა გამოსვლაში ისაუბრა ქრისტიანთა ერთად შეკრებასა და ღვთის წყალობის თხოვნაზე, ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას.

ღვთის სიტყვის ერთობლივად მსახურების ამჟამინდელი დევიზია: "ვიყოთ მარილი მიწისა და ნათელი წუთისოფლისა". მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი ლოცვის მონაწილენი სხვადასხვა კულტურისა და ენის მატარებელნი არიან, იგივეა ქრისტიანთა მიერ ყველა ლოცვაში გაჟღერებული მოწოდება - მარილის ძალით აივსოს ადამიანთა სულები ერთიანობით და ჩვენი ქრისტიანული რწმენით გავხდეთ სიცოცხლის ნათელი. ილოცეს ასევე მსოფლიოში სისხლისღვრისა და ტერორიზმის შეჩერების, ყველგან პოლიტიკური დაძაბულობის შეწყვეტისა და მშვიდობის დამკვიდრებისათვის.

ეკუმენური ლოცვა დასრულდა ოთხ ლიდერ ეპისკოპოსთა მიერ მათ მშობლიურ ენაზე წარმოთქმული ლოცვითა და კურთხევით.

ქრისტიანთა ერთად ლოცვის ასი წლის ისტორიის მქონე ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა ევროპაში. 1910 წელს  ედინბურგის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ქრისტიანთა შორის ერთიანობას გაამყარებს მისიონერული მოღვაწეობა და უშუალოდ ეკლესიები. საქართველოში ეკუმენური ლოცვის ერთ-ერთი ინიციატორი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიაა.

IMG 4012 IMG 4022 IMG 4067 

IMG 4101 IMG 4106 IMG 4134 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)