მირქმის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
მირქმის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა დიდი პომპეზობით, დღესასწაულის საზეიმოდ აღსანიშნავად მოემზადნენ ეპარქიის სომხებით დასახლებულ თითქმის ყველა რეგიონში და დედაქალაქში. ზეიმი ხალხური დიდი ენთუზიაზმით აღინიშნა ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიტის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“, ქვემო ქართლის რეგიონის შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიებში, სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში, ასევე კულტურის ცენტრებში. დღესასწაულის შენაარსი მარიამ ღვთისმშობლის მიერ ორმოცი დღის იესოს ტაძრად მიგებებაა. დღესასწაული უძრავია და ყოველ წელს აღინიშნება 14 თებერვალს. საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დღესასწაული დაიწყო 2016 წლის 13 თებერვალს წინასადღესასწაულო ცერემონიით. თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით და სასულიერო პირთა მონაწილეობით გაიმართა წინასადღესასწაულო ცერემონია. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა სახლის კურთხევის რიტუალი, აკურთხეს სამყაროს ოთხი მხარე და სანთლები, ქრისტეს ნათლის სიმბოლოდ. სომეხი ხალხის საყვარელი ტერნინდარაჯის დღესასწაული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით, გამოცხადებულია ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ. დღესასწაულის აღსანიშნავად და ღვთის წყალობის მიღების სურვილით ეკლესიაში მიდიან ის წყვილები, რომლებმაც ჯვარი დაიწერეს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია დედა სამშობლოს საზღვრებს გარეთ ერად წარმოჩენა, ეროვნული და საეკლესიო ტრადიციების შენარჩუნება და თაობებისთვის გადაცემა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დამსწრეებს მოუწოდა ეროვნული ტრადიციების და საეკლესიო დღესასწაულების ერთგულებისკენ, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის გარშემო გაერთიანებისა და ეროვნულისა და სულიერის შენარჩუნებისკენ. წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რომელთა კეთილგანწყობით საქართველოს სომხობა პატრონია თავისი ეროვნული და სულიერი ფასეულობებისა და ზრუნავს მათ განვითარებაზე. ეკლესიის ეზოში დაინთო ტეარნინდარაჯის ტრადიციული კოცონი და დაიწყო კონცერტი, რომელიც ორგანიზებული იყო ეპარქიის კულტურის განყოფილების მიერ, ლევონ ჩიდილიანის ხელმძღვანელობით. კონცერტის წამყვანმა ლიზა თოროსიანმა ერთმანეთის მიყოლებით სცენაზე მიიწვია: „ვანქ“ (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე), „ანი“(ქორეოგრაფი:ანგელინა ნაზარიან-ქოჩოიან) ანსამბლები, გაისმა მხიარული სიმღერები და მუსიკა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დუდუკისა და დოლის ჯგუფების შესრულებით. დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა ასევე ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ეკლესიაში, წინასადღესასწაულო რიტუალისა და ახალდაქორწინებულთა კურთხევის შემდეგ, ეზოში აინთო ტრადიციული კოცონი და შემდეგ "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ლამაზი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ „ჰაიარტუნ“ცენტრის "ნერსეს შნორჰალი" საბავშვო-საყმაწვილო გუნდი და სოლისტები, "ტარონ" ცეკვის ანსამბლი. კონცერტის წამყვანი ანა ბადალიანიც გამოვიდა სიმღერების ლამაზი შესრულებით. ქალაქის ორ უბანში მდებარე სომხური ეკლესიების მხიარული სიმღერა და ცეკვა დასრულდა ლამაზი ფოიერვერკით. „სურბ გევორგ“ და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიების სასულიერო პირთა ინიციატივით და ჯვრის ნათლიების, იური ერემიანისა და კარენ სარგსიანის მხარდაჭერით, დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ, რომლის დროსაც დაქორწინებულ წყვილებს ურთიერთგაცნობის და კომუნიკაციის საშუალება ჰქონდათ. 14 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში მირქმის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
|