1geo

fb you od

სომეხი ახალგაზრდების გაცნობითი ტური კახეთის რეგიონში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

kakheti 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულება სომეხი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლების გაცნობაა. გაცნობითი ექსკურსიის პირველ მიმართულებად იქნა არჩეული კახეთის რეგიონი.

2016 წლის 5 მარტს, გამთენიისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ინიციატივით, სომეხი ბიჭებისა და გოგონების 45-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა კახეთში.

ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა თანამშრომლების - ნინა სეროპოვას, გევორგ პოღოსოვის და სურენ აბრამიანის, თანხლებით, ექსკურსიის პირველი გაჩერება ბოდბე იყო. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს წმინდა ნინოს მონასტერი, აღფრთოვანებულნი იყვნენ უძველესი ტაძრის არქიტექტურული სილამაზით, სანთლები დაანთეს საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის - წმინდა ნონოს, სახელობოს მონასტერში.

შემეცნებითი ექსკურსია გაგრძელდა სიღნაღში. ექსკურსია ერთდღიანი იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო და შინაარსიანი. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს სიღნაღის ციხე, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, გრემის სამეფო მუზეუმი. სანთლები დაანთეს ალავერდის საკათედრო ტაძარსა და მონასტერში, შუამთის ეკლესიაში და გურჯაანის ყველაწმინდა ორგუმბათოვან ტაძარში.

ბუნების წიაღში ჩატარებული ექსკურსია, რომელიც დაემთხვა მზიან ამინდს, დასრულდა გვიან საღამოს. ახალგაზრდები თბილისში დაბრუნდნენ მდიდარი შთაბეჭდილებებით და საინტერესო ინფორმაციით. ექსკურსია ახალგაზრდებისთვის იქცა ასევე გართობისა და მხიარული თამაშების საშუალებად.

საქართველოს სომეხი ახალგაზრდების შემეცნებითი ექსკურსიები საქართველოს სულიერ, კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად კვლავაც ჩატარდება და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)