1geo

fb you od

"ჰაიარტუნ" ცენტრს ესტუმრა ლეგენდარული სომეხი მთამსვლელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1-1 

2016 წლის 19 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში სტუმრობდა საბჭოთა კავშირის და ქართული ალპინიზმის ლეგენდარული გმირი, რომელმაც დაიპყრო ევერესტის მწვერვალი, გინესის წიგნის რეკორდსმენი ლევონ (ლიოვა) სარკისოვი. ღონისძიების მიზანი თბილისის საზოგადოებასთან გმირი მთამსვლელის შეხვედრა იყო და მისი ცხოვრების ეპიზოდების გაცნობა.

შეხვედრას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა დაცვის სექციის ხელმძღვანელმა ვადიმ გორელოვმა. დარბაზში ადგილები ეკავათ თბილისის მრავალეროვნული საზოგადოების წარმომადგენლებს.

ღონისძიების  ინიციატორმა - თბილისის სომეხთა კავშირის თავმჯდომარე მიხეილ თადევოსოვმა, წარმოადგინა ლევონ სარკისოვის ცხოვრების გზა, რომელიც მთამსვლელმა მიუძღვნა მთების მწვერვალების დაპყრობას, მთამსვლელთა თაობების აღზრდას. ბრძოლით სავსე სიცოცხლის გზა დაგვირგვინდა საბჭოთა კავშირის ყველა 7 ათას მეტრიანი და უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობით. მთამსვლელზე საუბრისას გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სარკისოვი იმ სამ სომეხ მთამსვლელთაგან ერთია, ვინც დაიპყრო ევერესტი და ვისთვისაც არარატის მწვერვალზე სომხური დროშის აღმართვა და სომხური კონიაკით ჭიქის აწევა შინაგანი მოთხოვნილება იყო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ სპიტაკის მიწისძვრით დაზარალებული ახალგაზრდები, არარატის მწვერვალის დაპყრობა კი - ცხოვრების გამარჯვების ურყევი რწმენა.

ლევონ სარკისოვმა დამსწრეებს უამბო ალპინისტის მძიმე, მაგრამ გამარჯვების სიხარულით სავსე ცხოვრების შესახებ, თავის თავს უწოდა ერთ-ერთი ბედნიერი ადამიანი, ვინც თავისი ცხოვრების 60 წელი მიუძღვნა საყვარელ საქმეს. მწვერვალების უძლეველი გმირი, ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერთგულებას, მეგობრის გადარჩენის მზაობას, რაც მაქსიმალურად ვლინდება ერთი თოკით დაკავშირებულ ადამიანებთან, სადაც გამორიცხულია ეთნიკური დიკრიმინაცია, რწმენით განსხვავება, ასაკით და სტატუსით გარჩევა. ეს არის რეალური ცხოვრება ლევონ სარკისოვისთვის.

დამსწრეებმა უყურეს ფილმებს ალპინიზმის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი ეძღვნება 1999 წელს ევერესტის დაპყრობას, სადაც 61 წლის მთამსვლელმა სარკისოვმა დაამყარა ასაკობრივი რეკორდი და შევიდა გინესის რეკორდების წიგნში.

სომეხ მთამსვლელს ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვეს ახალგაზრდა მთამსვლელმა ლანა ადამოვამ და მუსიკოსმა არტემ კირაკოზოვმა, პოეტესა მარინა კირაკოსიან-მოსესოვამ კი წაიკითხა სარკისოვისადმი მიძღვნილი თავისი ლექსი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა შეაჯამა შეხვედრა, მთების მოყვარულს უწოდა ცასთან დაახლოებული, სულიერად გამდიდრებული და ზეციური სიწმინდით მცხოვრები ადამიანი, ვინც სულის გაძლიერების, ურყევი ნებისყოფის და შიშის დაძლევის მაგალითია. ლეგენდარულმა მთამსვლელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

4 DSC06030 Безымянныйasfdz 

2 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)