1geo

fb you od

მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდის ცერემონიები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Tbilisi St. Gevorg 1 

2016 წლის 10 აპრილს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, საპატიო წინამძღოლობით შესრულდა პანაშვიდის ცერემონია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სომხურ-აზერბაიჯანულ შეხების ხაზზე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სულების სიმშვიდისათვის. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, უამრავი მოწმუნე.

საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა ეკლესიაში შეკრებილ მორწმუნეებს, შეეხო უკანასკნელ დღეებში სომხურ- აზერბაიჯანულ შეხების ხაზზე განვითარებულ მოვლენებს. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ შეაფასა მხარეთა შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ღმერთს მადლობა გადაუხადა , რომ დღეს არცახში სიმშვიდეა, შეწყდა ცეცხლი. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მიდგომას სომხურ-აზერბაიჯანული მოვლენების განვითარების მიმართ, მაღალი შეფასება მისცა ქვეყნის მმართველი ორგანოების მშვიდობიან პოზიციას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მორწმუნეებს მოუწოდა ხელისუფლებისადმი ერთგულიებისკენ, რომ არ აყვნენ პროვოკაციას და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და ქართველებთან ერთად განაგრძონ ცხოვრება მშვიდად და სოლიდარულად, ერთობლივად ჩაერთონ ქვეყნის შენების საქმეში.

წინამძღვარმა მორწმუნეებს მოუწოდა დედა სამშობლოსა და არცახის მხარდაჭერისა და მუდმივად მათ გვერდით დგომისკენ.

შემდეგ ლოცვა აღევლინა მშვიდობისათვის.

ბოლოს შესრულდა პანაშვიდის წესი, თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევის უფლებისათვის დაღუპული სამხედროების ხსოვნის უკვდავსაყოფად.

პანაშვიდის ცერემონიები შესრულდა ეპარქიის სხვა ეკლესიებშიც.

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)