1geo

fb you od

მომლოცველობა ტავუშის ეპარქიის მაკარავანქისკენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Makaravanq 

2016 წლის 2 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის „ეკლესიის მოყვარულ ქალთა“ 20-კაციანმა ჯგუფმა, მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და კეთილი სურვილები, ეკლესიის კანდელაკის, ღირსეული მღვდლის მანუკ ზეინალიანის ხელმძღვანელობით მომლოცველობა მოაწყო სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ტავუშის ეპარქიის მაკარავანქისკენ. მომლოცველებს ადგილზე დახვდა ღირსეული მღვდელი არშავირ ასატურიანი და კეთილი მიბრძანება უსურვა.

სადილის (12 საათის) ღვთისმსახურების შემდეგ, ღირსეულმა მღვდელმა არშავირ ასატურიანმა მომლოცველებს დაწვრილებით წარუდგინა მე -13 საუკუნეში აგებული მაკარავანქის ისტორია, აჩვენა ხაჩქარები (ქვა-ჯვრები), განუმარტა ორნამენტების საიდუმლო.

მოგვიანებით, თბილისელმა მორწმუნეებმა მონაწილეობა მიიღეს „ხოკუმ“-ის ცერემონიაში, მომლოცველთა მიერ მოხდა აღსარება და მიიღეს წმიდა ზიარება. გვიან საღამოს, სულიერად განახლებული მომლოცველები, დაბრუნდნენ თბილისში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)