1geo

fb you od

რომის უწმინდესი პატრიარქის პაპ ფრანცისკეს მომლოცველობა პირველ ქრისტიანულ ქვეყანაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

hromi pap 

რომის უწმინდესი პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებულ ყველა ცერემონიასა და ღონისძიებაზე საქართველოს სომეხთა ეპარქიას, ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან ერთად , წარმოადგენდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი.

წმინდა ცერემონიალებს ესწრებოდა თბილისიდან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან მომლოცველობაზე ჩასული ასობით მორწმუნე, სულიერი მოძღვრების ხელმძღვანელობით.

2016 წლის 24 ივნისს, უწმინდესი პატრიარქი პაპი ფრანცისკე სომხეთში ჩავიდა.

24 ივნისს დაიწყო რომის უწმინდესი პატრიარქის სამდღიანი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, დევიზით „ვიზიტი პირველ ქრისტიანულ ქვეყანაში".

„ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში რომის კათოლიკურ პატრიარქს დახვდნენ სრულიად სომეხთა კათოლიკოსი უწმინდესი და უნეტარესი გარეგინ მეორე და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, დელეგაციების თანხლებით, აგრეთვე კათოლიკური და სომხური კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები.

აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ, სრულიად სომეხთა კათოლიკოსი უწმინდესი და უნეტარესი გარეგინ მეორე და რომის უწმინდესი პატრიარქი, დელეგაციების თანხლებით, გაემგზავრნენ წმინდა ეჯმიაწინში, სადაც მათ დახვდნენ მღვდელმსახურები და საკათოლიკოსოს პერსონალი. ამ დღესთან დაკავშირებით, სომხეთიდან და დიასპორიდან ჩასული მრავალი მომლოცველი დროშებით და პლაკატებით ესალმებოდა პაპ ფრანცისკეს.

სომეხთა და კათოლიკური ეკლესიების მღვდელმსახურთაგან შემდგარი პროცესია, მთავარი საკათედრო ტაძრის ზარების რეკვითა და "საოცარო ღმერთო" საგალაობლის ჰანგებით, სრულიად სომეხთა კათოლიკოსსა და რომის უწმინდეს პატრიარქს მიაცილებდა მთავარ საკათედრო ტაძრისკენ.

ერთობლივი გალობის შემდეგ პაპმა ფრანცისკემ წაიკითხა "ლოცვა ტაძარში", შემდეგ წმინდა ეჯმიაწინის მგალობელთა გუნდმა შეასრულა შარაკანი. ტაძარში გუნდი გალობდა "ჩამოვიდა ღმრთის მხოლოდშობილი ძე“.

შემდეგ რომის უწმინდესმა პატრიარქმა „დაგვიცავი, უფალო ჩვენო“ ლოცვით დალოცა ტაძარში მყოფი მორწმუნენი.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სრულიად სომეხთა კათოლიკოსი უწმინდესი და უნეტარესი გარეგინ მეორე: ჩვენ ვლოცულობთ ქრისტეს წმინდა ეკლესიის სიმტკიცისა და გაბრწყინებისათვის, ჩვენი უფლისაგან ბოძებული სიყვარულის გავრცელებისა და მსოფლიოში მშვიდობისა და ჰარმონიული ცხოვრების განმტკიცებისათვის. უფალს მფარველობას ვევედრებით თქვენი უწმინდესობისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას, წარმატებულ პატრიარქობას, რომის კათოლიკური ეკლესიის გაბრწყინებისთვის და მორწმუნეთა სანუგეშოდ.

მოგესალმებით ბიბლიურ მიწაზე - სომხეთში და მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში.

ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს წყალობა, მადლი და კურთხევა გვქონდეს ჩვენ და ყველას. ამინ ".

საპასუხო სიტყვით გამოვიდა პაპი ფრანცისკე.

24 ივნისს, საღამოს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში გაიმართა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის და რომის უწმინდესი პატრიარქის პაპ ფრანცისკეს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ კათოლიკური ეკლესიის დელეგაცია, სომეხთა ეკლესიის ეპისკოპოსები, სომხეთიდან და დიასპორიდან ჩამოსული ეპარქიათა წინამძღვრები და ეპარქიათა ვიკარიატების ვიკარიუსები.

შეხვედრაზე უწმინდესმა და უნეტარესმა კეთილი მობრძანება უსურვა რომის უწმინდეს პატრიარქს ბიბლიურ სომხურ მიწაზე და მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, ასევე თავისი ძმური სიყვარული და საუკეთესო სურვილები გადასცა დელეგაციის წევრებს.

თავის მხრივ, კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა ძმური სიყვარულისა და თბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა სომეხთა კათოლიკოსს და ხაზი გაუსვა, რომ წმინდა ეჯმიაწინში თავს გრძნობს, როგორც თავის სახლში. გარეგინ მეორის სიტყვაში ხაზი გაუსვა ერთიან ლოცვასა და მშვიდობას და დასძინა, რომ, როგორც ეკლესიები, მოწოდულნი არიან იყონ მშვიდობის მქადაგებლები.

შეხვედრის ბოლოს მოხდა ორი ეკლესიების დელეგაციების გაცნობა და საჩუქრების გაცვლა.

ვიზიტთან დაკავშირებით, სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა რომის უწმინდეს პატრიარქს აჩუქა წმინდა ღვთისმსახურების ბარძიმი, რომლის ორ მხარეს გამოსახულია ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარი და მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინი, ორი ეკლესიის დამფუძნებელი წმინდა მოციქულები. გარეგინ მეორემ პაპ ფრანცისკეს აჩუქა ასევე სომეხთა გენოციდის წმიდა მოწამეთა ხატი და პაპ ფრანცისკეს პორტრეტის მინიატურა. რომის უწმინდესმა პაპმა სომეხთა კათოლიკოსს აჩუქა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკა.

ბოლოს ფრანცისკე პაპმა ჩანაწერი გააკეთა საკათოლიკოსოს ჟურნალში.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა ორი პატრიარქის პირისპირ შეხვედრა.

25 ივნისს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსი უწმინდესი და უნეტარესი გარეგინ მეორე და რომის უწმინდესი პატრიარქი პაპი ფრანცისკე ეწვივნენ წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს, სადაც ორ პატრიარქს დახვდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და პირველი ლედი რიტა სარგსიანი.

ამის შემდეგ, ორმა პატრიარქმა მარადიულ ცეცხლთან შეასრულა სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნის წესი. ორი ეკლესიის სასულიერო პირებმა შეასრულეს საგალობლები, წაიკითხეს ნაწყვეტები ბიბლიიდან, ფსალმუნები და ქადაგებანი.

ცერემონია დასრულდა რომის პაპ ფრანცისკეს ლოცვით, რომლით უწმინდესმა პატრიარქმა იმ წმინდა მოწამეებს სთხოვა მფარველობა სამშობლოსა და მსოფლიოსთვის, რომლებმაც თავი შესწირეს რწმენასა და სამშობლოს. ცერემონიის დასასრულს შესრულდა მელოდიები დუდუკით, სომხეთის სახალხო არტისტის, ჯივან გასპარიანის, დამსახურებული არტისტების - გევორგ დაბაღიანისა და კამო სეირანიანის შესრულებით.

ბოლოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი და ორი პატრიარქი ეწვივნენ ხსოვნის სკვერს, სადაც პაპმა ფრანცისკემ მორწყო მისი სახელით დარგული მარადმწვანე ნაძვი.

წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსში ვიზიტის დასასრულს პაპ ფრანცისკეს მიუახლოვდნენ სომეხთა გენოციდგადატანილთა მემკვიდრეები, რომელთა წინაპრებს გენოციდის დროს პაპ პიოს მეთერტმეტის დადგენილებით თავშესაფარი მიეცათ პაპის კასტელ განდოლფო ციხე-სიმაგრე აგარაკში.

რომის უწმინდესმა პატრიარქმა ასევე ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმრების წიგნში: „აქ ვლოცულობ, ტკივილით გულში, რომ აღარასოდეს განმეორდეს ისეთი ტრაგედიები, როგორიც ესაა, რომ კაცობრიობას არ დაავიწყდეს და იცოდეს სიკეთით ბოროტების დამარცხება. დაე ღმერთმა საყვარელ სომეხ ხალხს და მთელს მსოფლიოს უბოძოს მშვიდობა და ნუგეში. ღმერთმა დაიცვას სომეხი ხალხის მეხსიერება. არ შეიძლება არც მეხსიერების ამღვრევა, არც დავიწყება. მეხსიერება არის მშვიდობისა და მომავალის წყარო ".

25 ივნისს, სომეხთა კათოლიკოსი უწმინდესი და უნეტარესი გარეგინ მეორე და რომის უწმინდესი პატრიარქი პაპი ფრანცისკე გაემგზავრნენ გიუმრიში. გიუმრის „სურბ ვარდანანც“ ცენტრალურ მოედანზე რომის უწმინდესმა პატრიარქმა ფრანცისკე პაპმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია.

საღმრთო ლიტურგიის დროს დღის საიდუმლოზე იქადაგა რომის უწმინდესმა პატრიარქმა ფრანცისკე პაპმა.

ბოლოს, მადლიერების მიმართვით გამოვიდა სომხეთის, საქართველოს, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა წინამძღვარი მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა და რომის უწმინდესმა პატრიარქმა პაპამობილით შემოიარეს მოედანი, ლოცვა-კურთხევა უბოძეს დამსწრეებს.

ეკლესიის შესასვლელთან ორმა პატრიარქმა კურთხევა უბოძა ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.

შემდეგ სომეხთა კათოლიკოსი და რომის უწმინდესი პატრიარქი ეწვივნენ გიუმრის სომხურ კათოლიკურ საკათედრო „სრბოც ნაჰატაკაც“ ეკლესიას. ეკლესიასთან მათ დახვდნენ არქიეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი, ღვდელმსახურები და სომხური კათოლიკური სათვისტომოს წარმომადგენლები.

შემდეგ რომის პაპი ფრანცისკე გაემგზავრა „ანარატ ჰღუთიან ქუირერი“ მონასტერში.

იმავე დღეს პაპი ფრანცისკე ეწვია შირაკის ეპარქიის „სურბ ასტვაწაწინ“ (იოთვერქ) საკათედრო ტაძარს. საკურთხეველზე მოთავსებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან ლოცვა აღავლინეს. ფრანცისკე პაპმა აკურთხა დამსწრეები.

ვიზიტთან დაკავშირებით არქიეპისკოპოსმა მიქაელმა ეპარქიის მორწმუნეთა სახელით პაპ ფრანცისკეს და სომეხთა კათოლიკოსს გადასცა „ღვთისმშობლის შვიდი ჭრილობა“ ხატის დუბლიკატები, შემდეგ პატრიარქებმა გადაინაცვლეს ჯვარცმის საკურთხევლისკენ, სადაც თაყვანი სცეს წმიდა ჯვარს.

ორი პატრიარქის პირადი ლოცვის შემდეგ სომეხთა კათოლიკოსმა დალოცა კათოლიკური სათვისტომოს წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.

„სრბოც ნაჰატაკაც“ ეკლესიიდან გასვლის შემდეგ სრულიად სომეხთა კათოლიკოსი და რომის უწმინდესი პატრიარქი გამოემშვიდობნენ გიუმრის, დაბრუნდნენ ერევანში.

25 ივნისს, სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის და რომის უწმინდესი პატრიარქის პაპ ფრანცისკეს წინამძღოლობით, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა ეკუმენური ცერემონია და მშვიდობის ლოცვა, რომელსაც ესწრებოდა ათი ათასობით სომეხი და სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის და რომის უწმინდესი პატრიარქის პაპ ფრანცისკეს თავისუფლების მოედანზე შესვლისას ერევნის ეკლესიების ზარების რეკვა დაიწყო. ორი სულიერი ლიდერი, თითოეული ეკლესიიდან 12 მაღალი რანგის სასულიერო პირით ურთ, ავიდა სპეციალურად ცერემონიისთვის მოწყობილ სცენაზე

ერთობლივი ლოცვის დროს წაკითხულ იქნა ნაწყვეტები ბიბლიიდან და ლოცვანი, ასევე შესრულდა წმინდა აღდგომის შარაკანი.

ცერემონიის დროს დამსწრეებს მიმართა სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ.

მფარველი ღმერთის ჩვენთვის ნაბოძი შეხვედრის სულიერი სიხარულით ჩვენს გულში, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მადლს და მშვიდობას ვითხოვთ ყველა ჩვენგანისთვის, გეპატიჟებით, საყვარელო ძმაო, ველით თქვენს მიმართვას და სიყვარულით აღსავსე კურთხევას აქ შეკრებილ ათასობით მორწმუნისათვის".

შემდეგ სიტყვით გამოვიდა რომის უწმინდესი პატრიარქი.

მიმართვის შემდეგ, საღმრთო ლიტურგიის „ ქრისტე გაჩნდა ჩვენში“ ნაწილის გალობის დროს, ორი პატრიარქი მიესალმა ერთმანეთს, რაც შემდეგ გადაეცა ცერემონიის დამსწრე ათასობით ადამიანს.

მისალმების შემდეგ პაპმა ფრანცისკემ „გვფარავდე ჩვენ, იესო ქრისტე, ჩვენო ღმერთო“ ლოცვით დალოცა დამსწრეები.

ცერემონიის დასასრულს სიტყვით გამოვიდა დამასკოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი არმაშ ნალბანდიანი.

გამოსვლის შემდეგ შესრულდა გარი ქესაიანის „Ave, Maria“, რომელიც მიუძღვნა უწმინდესი პატრიარქის ვიზიტს სომხეთში. რომლის ჰანგების ქვეშ ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულმა ბავშვებმა სრულიად სომეხთა კათოლიკოსს უწმინდესსა და უნეტარეს გარეგინ მეორეს და რომის უწმინდეს პატრიარქს, პაპ ფრანცისკეს, საკურთხად მიაწოდეს თავიანთი ქვეყნებიდან ჩამოტანილი მიწა. კურთხევის შემდეგ ისტორიული სომხეთის სამოსით გამოწყობილმა ბავშვებმა მიწა ჩაყარეს ნოეს კიდობანის მაკეტში, სადაც ჩაიდო სომხური ყურძნის ნამყენი ნერგი.

ნოეს კიდობანის მაკეტის ავტორი, რომელიც უნდა აჩუქონ ვატიკანს, ამერიკელი სომეხი დიზაინერი მაიქლ არამია.

ცერემონიის დასასრულს სომხეთის ეროვნული ფილარმონიის ორკესტრი, ედუარდ თოფჩიანის ხელმძღვანელობით, და სომხეთის ეროვნული აკადემიური გუნდი, სომხეთის სახალხო არტისტის, ოვანეს ჩექიჯიანის ხელმძღვანელობით, ასევე სომხური კლასიკური მუსიკის ცნობილი სოლისტების მონაწილეობით, გამოვიდნენ საკონცერტო პროგრამით.

26 ივნისს, სრულიად სომეხთა სასულიერო ცენტრ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის წმინდა ტრდატის ღია საკურთხეველში სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის უწმინდესი პატრიარქის პაპ ფრანცისკეს თანალოცვით აღავლინა საღმრთო ლიტურგია.

ცერემონია დაიწყო საზეიმო საპატრიარქო პროცესიით, სრულიად სომეხთა კათოლიკოს უწმინდეს და უნეტარეს გარეგინ მეორეს, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ პაპ ფრანცისკეს, სომეხთა სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიების მღვდელმსახურთაგან შემდგარი პროცესია, ბაირაღებით, მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ზარების რეკვით, შარაკანების შესრულებით, ბალდახინით მიაცილებდა წმინდა ტრდატის ღია საკურთხევლისკენ, სადაც სომეხთა კათოლიკოსმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

საღმრთო ლიტურგიის დროს პატრიარქები მიესალმნენ ერთმანეთს, შემდეგ ამ დღესთან დაკავშირებით სომეხთა კათოლიკოსმა მიმართა სრულიად სომხობას და დამსწრეებს.

შემდეგ დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა რომის უწმინდესმა პატრიარქმა:

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ძალზედ საყვარელო ეპისკოპოსებო, საყვარელო ძმებო და დებო, ამ ძალზედ სასურველ და ჩემთვის დაუვიწყარი ვიზიტის პიკზე, მინდა მადლობა გადავუხადო უფალს, და შევუერთო ეს ამ საკურთხევლიდან აღვლენილ დიდებისა და მადლიერების ლოცვას. ამ დღეებში, თქვენმა უწმინდესობამ გამიღო კარი და ვიგრძენით, თუ "რაოდენ ლამაზი და ტკბილია, რომ ძმები ერთად ცხოვრობენ" (ფსალმ 133.1). შევხვდით, ძმურად გადავეხვიეთ ერთმანეთს, ერთად ვილოცეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ საჩუქრები, იმედები და ღელვები, ქრისტეს ეკლესიისა, რომლის გულის ცემა ერთხმად გვესმის, და დარწმუნებულნი ვართ, რომ ერთია. "ერთი სხეულია და ერთი სული, ისევე, როგორც ერთია იმედი თქვენი [...]. ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლობა. ერთი ღმერთი და მამა ყველასი, რომელიც არის უპირველეს ყოვლისა ყველასთან და ყოველ ჩვენგანში"(ეფეს 4,4-6). ნამდვილად, შეგვიძლია სიხარულით ჩვენი გავხადოთ პავლე მოციქულის ეს სიტყვები. ზუსტად წმინდა მოციქულთა ხსოვნას შევხვდით. წმინდა ბართლომე და თადეოზი, რომელთაც პირველმა იქადაგეს სახარება ამ სამყაროში, და წმინდა პეტრე და პავლე, რომელთაც რომში თავი გაწირეს უფლისათვის, სანამ მეფობენ ზეცაში ქრისტესთან ერთად, აუცილებლად უხარიათ, როცა ხედავენ ჩვენს სიყვარულს და გულმოდგინე მისწრაფებას - სრული ზიარებისა. ვმადლობ უფალს, ამ ყველაფრისთვის, თქვენთვის და თქვენთან ერთად. დიდება უფალს.

საღმრთო ლიტურგიის ბოლოს სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა და რომის უწმინდესმა პატრიარქმა ერთად დალოცეს მომლოცველი დამსწრე ხალხი.

Նվիրապետական Աթոռներ

26 ივნისს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის საკათოლიკოს დარბაზში გაიმართა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის და რომის უწმინდესი პატრიარქის პაპ ფრანცისკეს ერთობლივი დეკლარაციის ხელის მოწერის ცერემონია.

რომის უწმინდესი პატრიარქის პაპ ფრანცისკეს სომხეთში ვიზიტის ბოლო პუნქტი ხორ ვირაპის ისტორიული მონასტერი იყო.

26 ივნისს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსი უწმინდესი და უნეტარესი გარეგინ მეორე და რომის უწმინდესი პატრიარქი პაპი ფრანცისკე, დელეგაციების თანხლებით, ეწვივნენ ხორ ვირაპს.

პროცესიით ორი პატრიარქი მიაცილეს ხორ ვირაპის მონასტრის ეზოში. მონასტერში ორი პატრიარქი შებრძანდა წმინდა გრიგორ განმანათლებლის სამლოცველოში, სადაც სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა და რომის პაპმა საფლავის ღრმა ორმოდან ამოღებული სასიცოცხლო სინათლით აანთეს სანთლები.

შემდეგ „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში იმავე სინათლით აინთო ვიზიტთან დაკავშირებით პაპ ფრანცისკეს მიერ ხორ ვირაპისთვის ნაჩუქი კანდელი.

შემდეგ სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ და რომის უწმინდესმა პატრიარქმა ფრანცისკე პაპმა სომხურ და იტალიურ ენებზე ლოცვა აღავლინეს მშვიდობისათვის.

ამ დროის განმავლობაში გევორგიან სასულიერო სემინარიისა და ვაზგენიან სასულიერო სკოლის გუნდების მიერ შესრულდა საერთო ქრისტიანული წმინდანის - გრიგოლ განმანათლებლისადმი მიძღვნილი სულის ამაფორიაქებელი საგალობელი.

ცერემონია დასრულდა საერთო საუფლო ლოცვით.
დასასრულს სომეხთა კათოლიკოსი უწმინდესი და უნეტარესი გარეგინ მეორე და რომის უწმინდესი პატრიარქი პაპი ფრანცისკე გაემართნენ ბიბლიური არარატის მთისკენ მიმართულ ბარელიეფისკენ, საიდანაც, მშვიდობის ნიშნად, სომხურ-თურქული დახურული საზღვრის მიმართულებით გააფრინეს ორი მტრედი.

მონასტერში ვიზიტის შემდეგ, ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა გაცილების ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც ფრანცისკე პაპმა დაასრულა ვიზიტი პირველ ქრისტიანულ ქვეყანაში, დაბრუნდა ვატიკანში.


Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)