საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნახევარწლიური საანგარიშო კრება |
სიახლეები |
2016 წლის 26 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ეპარქიის თანამშრომელთა, განყოფილებათა და საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრების ნახევარწლიური საქმიანობის საანგარიშო კრება. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. კრებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და განყოფილებათა თანამშრომლები. შეხვედრა დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით, რის შემდეგაც დამტკიცდა დღის წესრიგის საკითხები: ა) ეპარქიის განყოფილებების დირექტორთა სამი თვის საქმიანობის ანგარიში; ბ) წლის მეორე ნახევრის რეკომენდაციები. დირექტორებმა სათითაოდ წარმოადგინეს საანგარიშო პერიოდში განყოფილებათა შესრულებული სამუშაო. აშკარა არის პროგრესი სამართლებრივი და თანამშრომლობის განყოფილების სახელმწიფო სტრუქტურებთან, რელიგიურ თემებთან ურთიერთობების, საქართველოში სომხური სულიერი ღირებულებების კვლევის, სოციალური დახმარების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიზიტების ორგანიზების მიმართულებით. ეპარქიის განათლების განყოფილების ანგარიში მოიცავდა თბილისის "წმინდა მოვსეს ხორენაცის", ბათუმის „გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალქალაქის რაიონის არაკოვას „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღების, თბილისის და ბათუმის სომხური ენის სწავლების ერთდღიანი საქმიანობის აღწერას. ეპარქიის საქმიანობის გაშუქების შესახებ საუბრისას, აღინიშნა, რომ საინფორმაციო განყოფილების მიერ ქართულ მედია საშუალებებთან გაწეული სამუშაო სასურველია უფრო აქტიური იყოს, ქართულ მედია საშუალებებში ეპარქიის მოღვაწეობის არასაკმარისად გაშუქება გამოიხატება ქართული მასმედიის მიერ ინტერესის ნაკლებობასა და გულგრილობაში. საქართველოს სომხური ისტორიულ-კულტურული ძეგლების შენარჩუნების მიმართულებით ჩატარებულ საქმიანობასთან ერთად აღინიშნა, რომ ახალგაზრდობის განყოფილებისათვის პრიორიტეტული რჩება ეკლესიის გარშემო სომეხი ახალგაზრდობის კონსოლიდირების, სხვადასხვა პროექტებში მათი ჩართვის საკითხები. კულტურის განყოფილების საქმიანობის შესახებ ანგარიში მოიცავდა თბილისის "ჰაიარტუნ", ბათუმის "ალექსანდრე მანთაშევ" ცენტრების საქმიანობას, ხაზი გაესვა ცენტრების შემოქმედებითი ჯგუფების საშემსრულებლო ოსტატობის დახვეწას. აღწერილ იქნა სამეცნიერო და კულტურული ის საქმიანობა, რომელიც უნდა ჩატარდეს თუმანიანის „ვერნატუნ“ ცენტრში. ასევე წარმოადგენილ იქნა ცენტრში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ანგარიში და დასრულების ვადები. კრება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, დალოცა მონაწილეები, დადებითად შეაფასა განყოფილებათა მუშაობა და ახალი დავალებები მისცა განყოფილებებს. კრება დასრულდა ეპარქიის წინამძღვრის და მისი თანაშემწის ლოცვით. |