საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული რაზმი სკაუტთა ბანაკში |
სიახლეები |
2016 წლის 11 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) 26-მა აქტივისტმა ჭაბუკმა და გოგონამ, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფ სურენ აბრაამიანის ხელმძღვანელობით, ზაფხულის დასვენება გაატარა სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის ლერმონტოვის ველზე მდებარე „ანდრანიკ“ სკაუტურ ბანაკში. სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში მოწყობილი ბანაკის ამ ეტაპში მონაწილეობას იღებდა აშშ-ს, ირანის, ერაყის, დუბაის და საქართველოს ჯგუფების წარმომდგენელი 150 სკაუტი. 13 ივლისს საბანაკო ცხოვრების გახსნა იყო. ბანაკის გახსნის ცერემონია აკურთხა გუგარქის ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსმა სეპუჰ ჩულჯიანმა. სკაუტთა ბანაკი იდეალური შესაძლებლობაა დედა სამშობლოში, ერთ ჭერქვეშ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დიასპორის სომეხ ახალგაზრდებთან ურთიერთობის, ერთად სხვადასხვა სირთულეების გადალახვის, დღის ბოლოს კი კოცონის გარშემო შთაბეჭდილებების გაზიარებისათვის. მხიარული და საინტერესო იყო ბანაკის ყოველდღიური ცხოვრება: ის იწყებოდა დილის ვარჯიშით და დროშის აწევის ცერემონიით, შემდეგ საუზმე, კარვის და ტერიტორიის დასუფთავება, ლაშქრობები, ლექციები, თამაშობები, საღამოს ვახშამი, სიმღერა და ცეკვა კოცონის გარშემო და ისევ დროშის ცერემონია. უკვე რამდენიმე წელი ზედიზედ თბილისელი სომეხი ახალგაზრდები სიამოვნებით ერთვებიან სკაუტთა ცხოვრებაში, დასვენებას ატარებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით - ტყის მდელოზე. ანი და არმინე ღუშჩიანების, მილენა გალუსტოვას, სერგეი კამალოვის, ედუარდ ღარაგიოზიანის, ლიდია აბრაამიანისთვის ბანაკი ასევე წინა წლებში შეძენილ მეგობრებთან შეხვედრის და სახალისო დღეების გატარების ბედნიერი შესაძლებლობაა. სქართველოს სომეხი ახალგაზრდები, აქტიურად მონაწილეობდნენ ბანაკის ცხოვრებაში და დაიმსახურეს ბანაკის დირექტორის, რაიმონდ ჰარუთუნიანის მაღალი შეფასება, წლის თბილისური რაზმის სახედ აღიარეს არმინე ღუშჩიანი და ედუარდ ღარაგიოზიანი. სომხეთში გატარებული დღეების განმავლობაში ახალგაზრდებმა მოინახულეს ხორ ვირაპი, მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინი, სევანის მონასტერი, ჰაღარწინი, ჰაღპატი, სანაინი, იყვნენ ერევანში, ეწვივნენ TUMO ცენტრს, წიწერნაკაბერდს, „ჰაიორდიანც სახლს“. ბანაკის მონაწილე სკაუტები დაემშვიდობნენ ერთმანეთს, მომავალ წელს შეხვედრის მოლოდინით. |