„სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის 2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისი |
სიახლეები |
2016 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში დაიწყო 2016-2017 სასწავლო წელი. დილიდან მხიარული განწყობა იყო „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში, ყვავილების ფერადი თაიგულებით ხელდამშვენებული 40 სომეხი პატარა, მშობლებთან ერთად, მასწავლებლების თანხლებით, მოვიდა დილის ღვთისმსახურებაზე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიამა აღსაზრდელებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი სიყვარული და კურთხევა. არქიმანდრიტმა მიულოცა ყველას საბავშვო ბაღის მუშაობის პირველი დღე, მშობლებსა და მასწავლებლებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ აღსაზრდელების ოცნებების განხორციელებას, უსურვა, რომ არ შეეშინდეთ მაღალი მიზნების დასახვისა და თამამად იარონ წინ, საკუთარი ოცნებების განხორციელებისკენ. ბავშვებმა მიიღეს არქიმანდრიტ ხორენის კურთხევა, „საუფლო“ და „დამცავი“ ლოცვების შემდეგ გაემართნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრისკენ, სადაც მათ ელოდა ბუშტებით, ყვავილებითა და სათამაშოებით მორთული საკლასო ოთახები. პირველი დღე საბავშვო ბაღში დაიწყო დამწყებთა და უფროს ჯგუფელთა შეხვედრის სიხარულითა და მხიარული თამაშებით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირქტორის, ევგენია მარკოსიანის, თაოსნობით, საბავშვო ბაღი მზად, გაკვეთილების გამართული ცხრილითა და განაწილებული გაკვეთილებით, პროფესიონალი პედაგოგიური შემადგენლობით შეუდგა მუშაობას. აქვე დავსძენთ, რომ აქ ბავშვები, გარდა შემეცნებითი და საგანმანათლებლო თამაშებისა, სწავლობენ სიმღერას, ცეკვას, ფერწერას, ხელნაკეთობების მომზადებას, უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები კი იღებენ დაწყებით ცოდნას მათემატიკაში, სწავლობენ წერა-კითხვას, სომხურს, ქართულს, იღებენ რელიგიურ განათლებას. "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღი შეიქმნა ეპარქიის წინამძღვრის ინიციატივით და მიზნად ისახავას სომეხი ბავშვის სომხური სულისკვეთებით აღზრდას და სომხურ სკოლაში გაძღოლის ეროვნულ საქმეს. საბავშვო ბაღში ბავშვების მიღება გრძელდება. |