1geo

fb you od

საქართველოში დაიწყო ახალი - 2016-2017 სასწავლო წელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

dproc 

2016 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო ახალი - 2016-17 სასწავლო წელი. სწავლის დაწყების მაუწყებელი სკოლის ზარი საზეიმო პირობებში დაირეკა ასევე თბილისის და საქართველოს რეგიონების სომხურ სკოლებში. საქართველოში ამჟამად მოქმედებს 130-ზე მეტი სომხური ენის სწავლებით სასწავლო დაწესებულება, სადაც სწავლობს 13 ათას 900 მოსწავლე.

დღეს დედაქალაქ თბილისში სომეხ მოსწავლეებს სომხური სკოლის სტატუსით კარი გაუხსნა № 104 სკოლამ, სომხური სექტორებით - 132-ე და 103-ე სკოლებმა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის 104-ე სკოლაში იყვნენ მისულნი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სკოლის ყოფილი პედაგოგები და კურსდამთავრებულები.

თეთრი მაისურებით და ლამაზი თაიგულებით გოგონები და ბიჭები, პედაგოგებთან ერთად, საზეიმოდ იყვნენ ჩამწკრივებულნი სკოლის სტადიონზე, მათი მშობლები, ბებიები, ბაბუები და სტუმრები ეზოში იყვნენ შეკრებილნი.

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნების შემდეგ, აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა და აჟღერდა სკოლის ჰიმნი. სკოლის დირექტორმა ირინა ჟამკოჩიანმა ყველას მიულოცა ახალი სასწავლო წელი, აღნიშნა, რომ წელი იქნება საინტერესო, ბევრი ახალი იდეით და განსახორციელებელი პროექტით, რომლებიც უნდა განხორციელდეს მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ერთობლივი ძალისხმევით.

დამსწრეებს თავისი კურთხევა გადასცა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ეპარქიის ლიდერმა ხაზი გაუსვა სომხური სკოლისა და ეკლესიის როლს დიასპორაში სომხური იდენტობის, ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მადლობის სიტყვით მიმართა თაობების განათლებისა და აღზრდის საქმის თავდადებულ მასწავლებლებს, მშობლებს, ეპარქიის განათლების განყოფილებას, სადაც მოქმედი წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სწავლას აგრძელებენ მშობლიური ენის სწავლებით სასწავლო დაწესებულებებში, "ჰაიარტუნ" ცენტრს, სადაც სომეხი მოსწავლე თავის ცოდნას ავსებს ეროვნული კულტურით. მეუფე ვაზგენმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს სახელმწიფოს მიერ მოცემულ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას. ეპარქიის სულიერმა ლიდერმა მოსწავლეებს მოუწოდა, რომ კარგად ისწავლონ და არ დაიშურონ ენერგია იმისათვის, რომ გადალახონ სწავლის სირთულეები, რადგან მხოლოდ განათლებაა უკეთესი მომავლის საწინდარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ეროვნული სკოლების პროგრამების კოორდინატორმა კარინე მანუკიანმა დამსწრეებს გადასცა მინისტრის, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას, მილოცვა და წარადგინა სიახლეები, რომლებიც განხორციელდება ამ სასწავლო წელს.

სირთულეების გადალახვის, კარგად სწავლის, სომხური აღზრდის მიღების, ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ და ნამდვილ ადამიანად აღზრდის მოწოდებით მოსწავლეებს მიმართეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანმა, პოეტმა-მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა ემა ახტიანმა, ქართველ სომეხთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ მარი არაქელოვამ, ამ სკოლის ყოფილმა პედაგოგმა ნორაირ ბაღდასარიანმა და სხვებმა.

პირველი ზარი სიმბოლურად დარეკა პირველმა კლასელმა, შემდეგ მოსწავლეებმა გადაინაცვლეს საკლასო ოთახებში. ამ სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო 300 მოსწავლით, 16 მათგანი სწავლობს მე -12 კლასში. პირველკლასელთა რაოდენობაა - 20, რომელთაგან ათი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი იყო.

ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო ასევე თბილისის 103-ე ქართულ-სომხურ სკოლაში, რომელიც მუშაობს № 157 სკოლის შენობაში. მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა დირექტორმა არჩილ ჩხაიძემ და მათ შეატყობინა, რომ ნოემბრიდან სკოლა გადავა თავის ყოფილ, გარემონტებულ და კეთილმოწყობილ შენობაში. მე -12 კლასელთა სახელით ყველას მიულოცა ანა ჰოვანისიანმა და პირველკლასელებს დაურიგა სუვენირები.

ახალი სასწავლო წელი მზად დაიწყო სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის რეგიონების ყველა სახის სომხურმა სკოლამ.

DSC07686 DSC07699 DSC07702 DSC07721 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)