1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საღმრთო ლიტურგია აღავლინა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 4 

2016 წლის 28 ოქტომბრიდან  18 ნოემბრამდე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მონაწილეობა მიიღო   უმაღლესი სასულიერო საბჭოს     შემოდგომის  კრების მუშაობაში,  რომლის ფარგლებშიც ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო სრულიად სომეხთა საქველმოქმედო საერთო კავშირის  110-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღესასწაულში,  ასევე სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის აღმოსავლეთის ეპარქიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

ვიზიტის ფარგლებში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა,  საგანმანათლებლო- კულტურული და სასულიერო საქმიანობის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე ეწვია კალიფორნიის შტატის სომხურ თემებს და შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა ადგილობრივ სომეხ მორწმუნეებს.   

6 ნოემბერს, ვიზიტის ფარგლებში, მეუფე ვაზგენმა, აშშ-ის სომეხთა დასავლეთის ეპარქიის წინამძღვრის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, არქიეპისკოპოს ჰოვნან ტერტერიანის კურთხევით, ეპარქიის საკათედრო „სურბ ღევონდიანც“ ეკლესიაში  აღავლინა საღმრთო ლიტურგია.   

ღვთისმსახურების დროს შესრულდა საპატრიარქო კურთხევა, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის   გარეგინ II -ის აღსაყდრების მე-17 წლისთავის აღსანიშნავად. მეუფემ თავისი ძმური სიყვარული და პატივისცემა გადასცა არქიეპისკოპოს ჰოვნანს, საეპარქიო და საეკლესიო ადმინისტრაციის წევრებს,    სასულიერო პირებს და მორწმუნეებს.

მწირველმა ეპისკოპოსმა ვაზგენმა  მორწმუნეებს წარუდგინა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის   საქმიანობა,    ისაუბრა ბოლო წლებში ეპარქიის მიღწეული წარმატებების შესახებ,  ასევე შეეხო საქართველოს სომეხთა ეპარქიის მორწმუნე თემისათვის საჭირბოროტო საკითხებს.  მეუფემ მაღალი შეფასება  მისცა როგორც მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის, დედა სამშობლო სომხეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ   ეპარქიისთვის გაწეულ დახმარებას.   

წინამძღვარმა   აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ახალი ხელისუფლება  განსაკუთრებულ  ყურადღებას  აქცევს რელიგიური თემების, მათ შორის საქართველოს სომეხთა ეპარქიის  საქმიანობას. ამ მიზნების მისაღწევად 2014 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაარსდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, თავმჯდომარედ დაინიშნა ზაზა ვაშაყმაძე, ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს საქართველოს სომეხთა ეპარქიას.

 საქართველოს მთავრობა გამოყოფს ასევე  მატერიალურ    რესურსებს,  რის წყალობით ეპარქიაში მოქმედი ეკლესიები, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრები განახორციელებენ ვრცელ   საქმიანობას,  თანამშრომლები და სამღვდელოება იღებს ხელფასს. ეს ყველაფერი გვაძლევს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა  და ქართულ  საზოგადოებასთან თანამშრომლობით განხორციელდება  უამრავი  პროგრამა   და მოგვარდება ბევრი პრობლემა.   

წირვის შემდეგ, მეუფე ვაზგენი დაესწრო „სურბ ღევონდიანც“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის,  ღირსეული მღვდლის მამა ხაჟაკ შაჰბაზიანის და ეკლესიის ქალთა კავშირის მიერ ორგანიზებულ მიღებას.

1 2 1 1 1 3 1 5 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)