1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს საჩუქრები ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის ცენტრს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

DSC 6540 

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტრომ, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად,  ერთხელ კიდევ  გაუწია  დახმარება საქართველოს სომხურ თემებს, მათ შორის     ბათუმის  ალექსანდრე მანთაშევის სახელობის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ    ცენტრს.        სამინისტრომ ცენტრს  გამოუყო აუდიო-ვიდეო აპარატურა, დინამიკები, კომპიუტერი, პრინტერი და სხვა ტექნიკური საშუალებები.

ნაჩუქი აღჭურვილობის  ადრესატისთვის  გადაეცემა მოხდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მიერ.    ამ მიზნით, 2016 წლის 2-4 დეკემბერს, ეპარქიის წინამძღვარი  ბათუმში იმყოფებოდა. მეუფე ვაზგენი შეხვდა „ალექსანდრე მანთაშევ“ ცენტრის პედაგოგიურ კოლექტივს, სონა ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით,  იხილა შესრულებული სამუშაოები, დააფასა პერსონალის ჩატარებული სამუშაოები და პედაგოგებს საეპისკოპოსოსაგან  საჩუქრები გადასცა.

ვიზიტის ფარგლებში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა შეხვდა    სამრევლო საბჭოს წევრებს, თავისი კურთხევა გადასცა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხობის სულიერ მოძღვარს, ღირსეულ მღვდელ არარატ გუმბალიანს,    გაწეული სამუშაოებისთვის და მოუწოდა ამ სამუშაოების სათვისტომოსა და ცენტრთან ერთად ერთობლივად ჩატარებისკენ,    სომეხთა ეკლესიის გარშემო სომხების კონსოლიდირებისა და მორწმუნეთა რაოდენობის გაზრდის ხელშესაწყობად.   

ვაზგენ ეპისკოპოსმა ასევე მონაწილეობა მიიღო რელიგიურ  ცერემონიებში. 3 დეკემბერს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მონაწილეობა მიიღო    წმინდა მოციქულების, თადეოზისა და   ბართლომეს, ხსოვნისადმი მიძღვნილ დილის ღვთისმსახურებაში და მორწმუნეებს გადასცა დღის საიდუმლოს შესახებ სულიერი  მცნება.

4 დეკემბერს, ბათუმის "სურბ ფრკიჩ“   ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი მაყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით აღევლინა საღმრთო ლიტურგია.   

წირვა-ლოცვის დროს, ეპარქიის წინამძღვარმა მამობრივი კურთხევა და სულიერი სიტყვა  გადასცა მორწმუნეებს და სიხარული გამოთქვა, რომ სულიერი მოძღვრის, ცენტრის მასწავლებლების და სამრევლო საბჭოს  ერთობლივი მუშაობის შედეგად ეკლესიაში მრავალი მორწმუნე იხილა.

საღმრთო ლიტურგიის ბოლოს, ეპარქიის წინამძღვარმა თავის სიტყვაში   მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს, მინისტრის ჰრანუშ ჰაკობიანის ხელმძღვანელობით, ვისაც ყოველთვის      ყურადღების ცენტრში ჰყავს საქართველოს სომხური სათვისტომოს    ახალგაზრდობის,  საგანმანათლებლო-კულტურული საკითხები.   მეუფემ დააფასა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი,   სამრევლო საბჭოს წევრები და „ალექსანდრე მანთაშევის“ ცენტრის თანამშრომლები, თავდადებული და პატრიოტული მუშაობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს   თან ახლდნენ   ეპარქიის ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების დირექტორი კარენ ერიციანი   და „სურბ გევორგ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის თანაშემწე დიაკვანი გევორგ ანტონიანი.   

საქართველოს სომეხთა ეპარქიის    ბათუმის  ალექსანდრე მანთაშევის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული   ცენტრის     შენობა  შეძენილ იქნა   სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის, კერძოდ დიასპორის სამინისტროს  ფინანსური მხარდაჭერით,    სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ჯინიშიანის    ფონდის სპონსორობით, შიდა  მოწყობილობები და    ქონება შეძენილ იქნა საქართველოს მთავრობის გამოყოფილი სახსრებით და  საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოსა და „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სამრევლო საბჭოს  მხარდაჭერით.

DSC 6433 DSC 6479 DSC 6573 DSC 6579

  DSC 6527 DSC 6633 DSC 6644 DSC 6651