1geo

fb you od

ღაფამის დღესასწაული თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

ghaphama 

სომხური სამზარეულო არის სომხური ეროვნული კულტურის ერთი  ნაწილი,  მისი დავიწყებული გვერდების განახლება   კი - სათვისტომოს სტრუქტურათა  საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი.

2016 წლის  11 დეკემბერს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მორწმუნეებმა მონაწილეობა მიიღეს სომხური ეროვნული კერძის - ღაფამის, დღესასწაულში.    საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მფარველობით და  "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით მოწყობილი ღაფამის დღესასწაული მიზნად ისახავდა სომეხთა შორის ამ ეროვნული კერძის პოპულარიზაციასა და განახლებას.   

ეკლესიის ეზოში ჩამწკრივებული მაგიდები  გაწყობილი იყო ქალბატონთა ხელით მომზადებული სამეფო გოგრებით ღაფამით, ასევე   ჩაშუშული და შემწვარი გოგრებით,  და სხვა კერძებით, ცხელი ჩაით,  გოგრის მურაბითა და ჯემით, ჰალვითა და თაფლით.   

დამსწრეებს მიესალმა   სომეხ  ქალთა "შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარე სუსანა ხაჩატრიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა სომხური ეროვნული კერძების პოპულარიზაციასა და მათთან დაკავშირებული ტრადიციების თაობებისთვის გადაცემის მისიას, რასაც სიამოვნებით ასრულებენ სათვისტომოს აღნიშნული სტრუქტურა და ეკლესიის მოყვარულ  ქალთა კავშირები.  გამომსვლელმა აღნიშნა, რომ ეს გემრიელი და სურნელოვანი კერძი საუკუნეების მანძილზე სომხების მიერ მზადდებოდა საახალწლოდ და სააღდგომოდ და იყო ამ მხიარული სუფრების მშვენება.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დააფასა საეკლესიო დღესასწაულების  ეროვნულ სამზარეულოსთან დაკავშირების თბილისის სომხურ  სათვისტომოში დამკვიდრებული ტრადიცია, ისაუბრა ქრისტეშობის დღესასწაულზე ქადის, ბარეკენდანზე ჰარისის, ზაფხულში ტოლმის ფესტივალები.  მეუფემ ღაფამის დღესასწაული დაუკავშირა წმინდა ნიკოლოზ პატრიარქის დღესასწაულს და იმედი გამოთქვა, რომ ეს დღესასწაულიც ტრადიციად იქცევა თბილისის სომხურ საზოგადოებაში.  წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ქალთა კავშირის  საქმიანობას ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების, თაობებისთვის გადაცემისა და ამ სულისკვეთებით აღზრდის მიმართულებით.   

საქართველოს პარლამენტის წევრმა  დავით ჭიჭინაძემ   დამსწრეებს მიულოცა დღესასწაული, განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა ეროვნული ტრადიციების გარშემო სათვისტომოს კონსოლიდირებას, რაც ამ  ტრადიციული და სტუმართმოყვარე ქალაქის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა და სასულიერო პირებმა აკურთხეს გოგრის სხვადასხვა სახეობით გაწყობილი მაგიდები.    

შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრის „ტარონ“ ცეკვის ანსამბლის, დუდუკისა და დოლის ჯგუფების მხიარული ცეკვისა და მუსიკის, სოლისტების - რუზანა მიქაელიანცის და ანი  თოროსიანის მიერ „ღაფამა“ სიმღერის შესრულებით, დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ ღაფამითა და ჩაით.

1 2 3 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)