1geo

fb you od

სომხურ ენაზე ბიბლიის ბეჭდვის 350-ე წლისთავი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Astvawashnchi 350 amyak 

2016 წლის  16 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში  აღინიშნა     სომხურ ენაზე  ბეჭდური ბიბლიის     350-ე წლისთავი.   ღონისძიება დაიწყო თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული ლოცვით - „მამაო ჩვენო"-თი“,  შემდეგ „ჰრაშაფარი“-ის ჰანგების თანხლებით  დარბაზში შემოიტანეს  ბიბლიის სომხურ ენაზე ბეჭდვის 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი,  სრულიად სომეხთა კათოლიკოსის,  უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ენციკლიკა. ენციკლიკა წაიკითხა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა.

ნაჩვენები იქნა    ვიდეოფილმი, რომელიც ეძღვნება ამსტერდამში ვოსკან ერევანცის პატრიოტულ მოღვაწეობას, რომლის შედეგად 1666 წელს 5-ათასიანი ტირაჟით პირველად დაიბეჭდა სომხური ბიბლია.  

ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა დალოცა მონაწილეები, ისაუბრა ბიბლიის სომხური გამოცემის როლსა და მნიშვნელობაზე, როგორც ეროვნულობის შენარჩუნების, სომხური დამწერლობისა და კულტურის განვითარებისა    და ქრისტიანული რწმენის გაძლიერების უნიკალურ საშუალებაზე.

მეუფე ვაზგენმა თავისი შვილობრივი მადლიერება გამოუხატა სრულიად სომეხთა კათოლიკოსს,  უწმინდესსა და უნეტარესს გარეგინ მეორეს, რომლის ენციკლიკით ყველგან, მათ შორის საქართველოს სომეხთა ეპარქიაშიც, დააფასეს და უკვდავყვეს ბიბლიის სომხური გამოცემის 350-ე წლისთავი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის „მაკარ ეკმალიან“ მგალობელთა გუნდის (ქორმაისტერი: სვეტლანა ტატოევა) შესრულებით გაიჟღერა „მამაო ჩვენო“-მ, საგალობლებმა - „ჰრაშაფარ“, „ვარანიმქ“, „ოვ ზარმანალი“ და „ჰრაშაცან“, „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ გუნდმა (ქორმაისტერი: მარი აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი) შეასრულა ნერსეს შნორჰალის „ნორ წაღიკ“, მესროპ მაშტოცის „ჰაიოც გრერ“ და რაფაელ პატკანიანის  "იავნანა".   

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა 1733 წელს  ვენეციაში ბერ მხითარ სებასტაცის მიერ  სომხური ბიბლიის ხელახალი გამოცემის,   1786 და 1842 წლებში თბილისში, 1857 და 1895 წლებში  კონსტანტინეპოლში და სხვა წლებში დაბეჭდილ ბიბლიათა  ნიმუშები.   

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის  სასულიერო პირები, საქართველოში სომხეთის  საელჩოს დიპლომატები, სათემო ორგანიზაციების ლიდერები,  თბილისის სომეხი ინტელიგენციის  წარმომადგენლები.    ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს  ეპარქიის  სასულიერო პირებმა,  "ჰაიარტუნ" ცენტრმა,  საეპისკოპოსოს პერსონალმა.

ღონისძიება დასრულდა მისი ყოვლადუსამღვდელოესობის დამცავი ლოცვით.

DSC09160 DSC09147 DSC09145 DSC09143 

DSC09130 DSC09126 DSC09116 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)