1geo

fb you od

"სახლში დაბრუნების გზა“ ფილმის ჩვენება „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Filmi cucadrutyun 

2016 წლის  18 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის    „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „ხნუს“    კულტურული ფონდის მიერ გადაღებული  "სახლში დაბრუნების გზა“  დოკუმენტური ფილმის  ჩვენება.

ხალხმრავალი დარბაზი  "ჰაიარტუნ" ცენტრის  ისტორიული ფილმების ჩვენების ტრადიციის  მნიშვნელობას მოწმობდა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰაიარტუნ“  ცენტრის   ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა წარმოადგინა   სპეციალურად ფილმის ჩვენებისათვის   თბილისში ჩამოსული „ხნუს“ ფონდის დირექტორი და ფილმის გადამღები რეჟისორი სამველ მჰერიანი.   

რეჟისორი მჰერიანი, ვინც ასევე   ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორია, თბილისელ სომხებს მიესალმა თავისი სასულიერო თემატიკაზე დაწერილი ლექსების   კრებულიდან რამდენიმე ნიმუშის დეკლამაციით.   

"სახლში დაბრუნების გზა“  ფილმზე საუბრისას, სამველ მჰერიანმა ფილმს უწოდა მომლოცველობა, სახლში დაბრუნების  იმედით.   

დამსწრეები,  რომელთა  უმეტესობა მუშიდან, ვანიდან,   ყარსსა და დასავლეთ სომხეთის სხვა ისტორიული პროვინციებიდან რისვაივაგლახით გადარჩენილი და საქართველოში დამკვიდრებული სომხების შთამომავლები არიან,  ღელვით უყურეს ფილმს. "სახლში დაბრუნების გზა“  ასევე დასავლეთ სომხეთის ყოფილი დასახლებული პუნქტების   დათვალიერება იყო.

ბოლოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა   დალოცა დამსწრეები, მაღალი შეფასება მისცა რეჟისორის,  ისტორიულ თემაზე გადაღებული ფილმების მეშვეობით,   პატრიოტულ  პროპაგანდას, სასულიერო ლექსებს.

სამველ მჰერიანის ნოსტალგიითა და იმედით აღსავსე ფილმის თბილისში ჩვენების ინიციატივის შექების შემდეგ, მეუფე ვაზგენ მირზახანიანმა დამსწრეებს მოუწოდა   რეალისტურად ცხოვრებისკენ, და რჩევა მისცა დედა სამშობლოსა და არცახის მიტოვების ნაცვლად. იზრუნონ  მათი განვითარებისა და   აღმშენებლობისთვის.  

ბოლოს გადამღებმა რეჟისორმა უპასუხა  დამსწრეთა შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა გადაღების    სირთულეებს, ისლამ მიღებული სომხების მიერ ქრისტიანული რწმენის დაბრუნებას, ეროვნული სულისკვეთების  აღორძინებას და სომხურ სათვისტომოს.

ფილმის გადამღები რეჟისორი სამველ მჰერიანი ასევე  ავტორია დასავლეთ სომხეთის ხნუს    პროვინციის შესახებ ისტორიული რომანის - „მარტოხელა მიმინო“, სასულიერო ლექსების კრებულის - „ჭეშმარიტი  სინათლე" და "აიბ ქე“   ავტორია, რისთვისაც მიიღო სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის დაფასება და კურთხევა. გადამღებ რეჟისორს ეკუთვნის ასევე ისტორიული ფილმი „ედემის ბაღი“.

DSC09174 DSC09195 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)