1geo

fb you od

„ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების საანგარიშო კონცერტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor

2016 წლის  25 დეკემბერს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრში  გაიმართა ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების ნახევარწლიანი მუშაობის საანგარიშო  კონცერტი. საკონცერტო პროგრამაში ჩართული იყო ის ნომრები, რომლებიც ჯგუფებმა აითვისეს გასული თვეების განმავლობაში,  და რომლებიც  უნდა გამხდარიყო მათი პროგრესის დემონსტრირება.

ხალხმრავლობა იყო გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. კონცერტს ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  სამღვდელოება, ასევე საეპისკოპოსოს თანამშრომლები, სტუმრები, მშობლები.   ღონისძიება დაიწყო  საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.

ღონისძიების წამყვანის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრის ხელმძღვანელის,  ლევონ ჩიდილიანის, წარდგინებით დაიწყო ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების გამოსვლები.

გარდა ძირითადი ჯგუფებისა, კონცერტში  მონაწილეობდნენ ასევე დოლის, დუდუკისა და ცეკვის უმცროსი ჯგუფების წევრები, გუნდის სოლისტები ანი მირზოიანი და ვლადიმირ არუთიუნოვი, რომელთათვის კონცერტი იყო  პირველი გამოსვლა.

ღონისძიება,  შემოქმედებითი ჯგუფების საშემსრულებლო ოსტატობითა და გამოხატული ემოციებით  გახდა  "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის შედგომის მოწმობა. დუდუკისა და დოლის წრეების აღსაზრდელთა მიერ შესრულებული სულის ამაფორიაქებელმა მუსიკამ, ცეკვის  ანსამბლის  უფროსი და უმცროსი აღსაზრდელებით დაკომპლექტებული ჯგუფების მედგარმა ცეკვამ, სიმღერის გუნდის ხალხური და თანამედროვე სიმღერების დამუშავებულმა შესრულებებმა, საესტრადო ინსტრუმენტების ანსამბლის ლამაზმა შესრულებამ, სოლისტების -    ანი თოროსიანის, რუზანა მიქაელიანცის, ანი ჰოვანისიანის   სულის ამაფორიაქებელმა,  პატრიოტიზმითა და ერისადმი სიყვარულით გამსჭვალულმა სიმღერებმა   სამართლიანად დაიმსახურეს თბილი მიღება და ოვაციები.  

მართლაც,  უფრო დაიხვეწა  და გაუმჯობესდა ცენტრის აღსაზრდელთა საშემსრულებლო ოსტატობა, რაც აღსაზრდელთა  შრომისმოყვარეობის, ქორმაისტერ პედაგოგთა სიბეჯითისა და ცენტრის დირექციის სწორად წარმართული სამუშაოს შედეგია.   პროგრესი ბრწყინვალედ წარმოჩინდა კომპოზიციური ნომრებით, განსაკუთრებით „მუშ-მუშ“ სიმღერის შესრულებით.   

კონცერტის მშვენიერი    დასრულება გახდა კომპოზიცია „არცახი“, რომელიც წარმოდგენილ იქნა „ნერსეს შნორჰალი“  გუნდის, დუდუკის, დოლის   "ტარონ" ცეკვის ანსამბლისა და „ჰაიოს ბენდ“    ვოკალურ- ინსტრუმენტული ანსამბლის ჰარმონიული მონაწილეობით.   

დასკვნით  კონცერტს თავისი შეფასება მისცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, რომელმაც დააფასა მხატვრული გემოვნებით, საშემსრულებლო დიდი ოსტატობით წარმოდგენილი გამოსვლები. არქიმანდრიტმა ხორენმა   მადლობა გადაუხადა აღსაზრდელთა მშობლებს, რომლებიც აცნობიერებენ თავიანთი შვილების სომხური სულისკვეთებით აღზრდის მნიშვნელობას და ბავშვები მოჰყავთ „ჰაიარტუნ’ ცენტრში.   

„ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების   საანგარიშო  კონცერტმა დაიმსახურა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და დაფასება. ეპარქიის წინამძღვარმა კმაყოფილების სიტყვით მიმართა კულტურის განყოფილების დირექტორს, ლევონ ჩიდილიანს, ცენტრში სომხური სულისკვეთების    შენარჩუნების,  „ჰაიარტუნ" ცენტრის საქმიანობის სწორი გზით განვითარებისათვის და მას მიულოცა სომხეთის რესპუბლიკის   თავდაცვის მინისტრის ბრძანებით „გარეგინ ნჟდეჰ“ მედლით დაჯილდოება.  წინამძღვარმა დადებითად შეაფასა "ნერსეს შნორჰალი" გუნდის ქორმაისტერის, მარია აბულიანის, პიანისტ კარენ მირზოიანის, „ტარონ“ ცეკვის ანსამბლის ქორმაისტერ სურენ აბრამიანის, დუდუკისა და დოლის წრეების მასწავლებლების - ივანე მკრტჩიანის, რობერტ კაშავანიძის, „ჰაიოს ბენდ“     ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ხელმძღვანელის,  ვლადიმირ ასატუროვის,  სამუშაო - აღსაზრდელთა გულში სომხური კულტურისადმი სიყვარულის გაღვივების, ეროვნულისადმი ინტერესის სწორად წარმართვისათვის. მეუფე ვაზგენ მირზახანიანმა  მაღალი შეფასება მისცა განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანის, გახმოვანების რეჟისორის, სერგეი არუთიუნოვის,   ერთგულებას ახალგაზრდა თაობის პატრიოტული აღზრდის საქმეში შეტანილ წვლილს. მეუფემ დამსწრეებს  მიულოცა დამდეგი ახალი წელი, მოუწოდა მათ, რომ   მონაწილეობა მიიღონ ჭრაგალუიცისა და საშობაო საღმრთო ლიტურგიებში  და სათანადოდ აღნიშნონ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.

 DSC09366 DSC09297 DSC09299 DSC09355

DSC09331 DSC09294 DSC09431 DSC09435