1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ქადაგება ბავშვებისათვის PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

qaroz 

2017 წლის 15 იანვარს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა ღირსეულმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა.

წირვა-ლოცვის მსვლელობისას ეპარქიის წინამძღვარმა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა,  ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანმა იქადაგა დღის საიდუმლოზე - 13  იანვარს აღნიშნული იესო ქრისტესათვის სახელის დარქმევის დღესასწაულზე  და ქადაგებით მიმართა ბავშვებს. წინამძღვარმა ბავშვებს მოუწოდა იყონ კეთილნი, იცხოვრონ რწმენითა და ლოცვით, იყონ    მშობლების, ოჯახისა და ერის ღირსეული შვილები და ერთგულნი. ამას  გვასწავლის ჩვენი რელიგია და ჩვენი წმიდა ეკლესია.
საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „სურბ გრიგორ  ნარეკაცი“ შაბათის სწავლების და  „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლის აღსაზრდელები, მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)