1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მონაწილეობა მიიღო ეკუმენურ ლოცვაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

2017 წლის 20 იანვარს,   თბილისში  გაიმართა საერთო ეკუმენური ლოცვა.

ქრისტიანთა  ერთად ლოცვის ასი წლის ისტორიის მქონე  ტრადიციას საფუძველი  ჩაეყარა ევროპაში.   1910 წელს  ედინბურგის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ქრისტიანთა შორის ერთიანობას გაამყარებს მისიონერული მოღვაწეობა და უშუალოდ ეკლესიები.   საქართველოში ეკუმენური ლოცვის  ერთ-ერთი ინიციატორი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიაა.

საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ყოველწლიურად   ეკუმენური ლოცვა აღევლინება   ქრისტიანული რელიგიის ოთხი  მიმართულების  მორწმუნეთა მიერ. ესენია: სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია,   საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესია,  საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია. ყოველწლიურად ეკუმენური ლოცვა აღევლინება ზემოაღნიშნულ  ეკლესიათაგან ერთის თავმჯდომარეობით.  

წელს ერთიანობის  ლოცვის აღვლენის პატივი ერგო    ლუთერანულ  ეკლესიას.

ეკუმენურ  ლოცვას ესწრებოდნენ: ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო,  საქართველოში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ლიდერი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსი  ჰანს-იოიახიმ კიდერლენი,  საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ლიდერი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსი  მერაბ გაფრინდაშვილი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სხვადასხვა ეკლესიების  მსახურნი, მორწმუნენი.   

ლოცვის რიტუალურ ცერემონიაში, სხვა ეკლესიებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოებამ, მორწმუნეებმა, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის „მაკარ ეკმალიან“ მგალობელთა გუნდმა.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ჰანს-იოიახიმ კიდერლენმა.     სულიერმა ლიდერმა გამოსვლაში ისაუბრა ქრისტიანთა ერთად შეკრებასა და  ღვთის წყალობის თხოვნაზე, ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა   ეთნიკურ  და რელიგიურ  მრავალფეროვნებას, რელიგიურ რეფორმებსა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას.

ღვთის სიტყვისადმი   ერთობლივად მსახურების ამჟამინდელი დევიზია: "ქრისტეს სიყვარული გვამოძრავებს შერიგებისკენ“. ეკუმენური ლოცვის მონაწილეებმა სიმბოლურად ააგეს ადამიანის ცოდვების განმასახირებელი გამყოფი კედელი, რომელიც   სიყვარულის ნაკლებობით,  სიძულვილითა და შურით, ცრუ ბრალდებებით, დისკრიმინაციით, დევნით,  ზიარებას მოწყვეტით, შეუწყნარებლობით,   რელიგიური ომებით, უთანხმოებით,   ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, განმარტოებით, ამპატრავნობით. წმინდა წიგნიდან ნაწყვეტების კითხვითა და საგალობლების თანხლებით, სხვადასხვა      ერებისა და რელიგიური მიმართულებების მონაწილეებმა ერთად ილოცეს ცოდვების პატიების, მიმტევებლობის და უფალსა და ადამიანებს შორის არსებული კედლის დანგრევის ვედრებით.   

ადამიანთა სულის შეერთებისა და გამთლიანების, ერთმანეთის მხარდაჭერის სულისკვეთება და სითბო სუფევდა ეკუმენური ლოცვის დროს.   ქრისტიანული ლოცვითა და რწმენით ბოროტების კედლის ძლიერ  ჯვრად გადაქცევით,   ლოცვა აღავლინეს ასევე ღვთის სიტყვის მოსმენის, ერთად ყოფნისა და მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრების ვედრებით.   

წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა სიყვარულისა და მშვიდობის სინათლით დაანთეს მორწმუნეთა სანთლები.  ეკუმენური ლოცვა დასრულდა  ოთხ  ლიდერ ეპისკოპოსთა მიერ     მშობლიურ ენაზე  წარმოთქმული ლოცვითა და კურთხევით.

1 1 1 2 1 3 1 4 

1 5 1 6 1 7 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)